ალაბირდე იაგაფაროვი
ალაბირდე ნურმუხამეტის ძე იაგაფაროვი (ბაშკ. Йәғәфаров Аллабирҙе Нурмөхәммәт улы; დ. 1886, ბლიავტამაკი, ორენბურგის ოლქი, რუსეთის იმპერია — გ. 25 თებერვალი, 1922, მოსკოვი, რსფსრ) — ბაშკირების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ბაშკირების მთავრობის წევრი, ბაშკირეთის ასსრ-ის განათლების სახალხო კომისარი.
ალაბირდე იაგაფაროვი | |
ბაშკირების მთავრობის წევრი, ბაშკირეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაშკირეთის ასსრ-ის სახალხო განათლების კომისარი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1919 – 1919 | |
მემკვიდრე | აბდულგალიმ აიდაროვი |
დაბადებული | 1886 ბლიავტამაკი, ორენბურგის ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 25 თებერვალი, 1922 მოსკოვი, რსფსრ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალაბირდე ნურმუხამეტის ძე იაგაფაროვი დაიბადა 1886 წელს სოფელ ბლიავტამაკში, ორენბურგის ოლქი, რუსეთის იმპერია (ამჟამად ქალაქ მედნოგორსკის ნაწილი)[1].
ალაბირდე იაგაფაროვი იყო სრულიად რუსეთის მუსულმანთა პირველი ყრილობის დელეგატი. გახდა ბაშკირეთის საოლქო ბიუროსა და სრულიად ბაშკირული პირველი ყურულთაის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მეორე და მესამე სრულიად ბაშკირული ყურულთაის შემდეგ დაინიშნა ბაშკირების მთავრობაში. მთავრობის შემადგენლობაში ყოფნის დროს კურირებდა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს.
1919 წლის 29 იანვარს ბაშკირების მთავრობისა და ბაშკირების ეროვნული საბჭოს წევრების მონაწილეობით ჩამოყალიბდა ბაშრევკომი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა იაგაფაროვიც.
1920 წლის სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და რსფსრ-ის მაისის დეკრეტის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც დააღვია შეთანხმება ბაშკირეთის მათავრობასა და რუსეთს შორის, ბაშკირელების მთავრობა კოლექტიურად გადადგა, გადაწყვიტეს სტერლითამაქში (რესპუბლიკის მაშინდელი დედაქალაქი) კავშირისათვის დარჩენილიყო იაგაფაროვი.
ამის შემდეგ, ალაბირდე იაგაფაროვი წავიდა პოლიტიკიდან და გადაწყვიტა შეესწავლა ბაშკირეთის ისტორია და ლიტერატურა.
ალაბირდე იაგაფაროვი 1922 წელს გაიგზავნა უსერგანის კანტონში კანტონის საქმეების რევიზიისათვის, თუმცა გზად, სამარაში დაავადდა მუცლის ტიფით და გარდაიცვალა 1922 წლის 25 თებერვალს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- М. М. Кульшарипов. Ягафаров, Аллабирде Нурмухаметович // Башкирская энциклопедия. — Уфа: ГАУН «Башкирская энциклопедия», 2013. — ISBN 978-5-88185-306-8. დაარქივებული 2016-04-07 საიტზე Wayback Machine.
- Кульшарипов М. М. Аллаберде Ягафаров — видный деятель башкирского национального движения // Ватандаш : журнал. — 2010. — № 1. — С. 50–54. — ISSN 1683-3554. დაარქივებული 2014-10-18 საიტზე Wayback Machine.