აკუშოს ღვთისმშობლის ჯვარი
აკუშოს ღვთისმშობლის ჯვარი — სალოცავი კომპლექსი საქართველოში. მდებარეობს სოფელ აკუშოს ზემოთ, მთის ფერდობზე.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებახატის კომპლექსი შედგება ორი ნაგებობისაგან — დარბაზისა და საქვაბისაგან. ჯვრის ვიწრო და წაგრძელებული ტერიტორია მიწაში მიჯრით ჩაწყობილი ფიქლის მოზრდილი ქვებით შექმნილი ღობითაა შემოზღული.
დარბაზი ეზოს შიგნითაა. იგი მცირე ზომის, გეგმით ოთხკუთხა სათავსია, რომლის კედლები რიყის ქვის მშრალი წყობითაა ამოყვანილი. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან კედლების გასწვრივ ფიქლის ქვის სკამებია. კედლებში თაროებია დატანებული. ცენტრში კერაა მოწყობილი. გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით.
საქვაბე ეზოს გარეთაა, სამხრეთით. იგი ყორე ქვის მშრალი წყობით ნაგები, გეგმით ოთხკუთხა ფორმის სათავსია. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. სათავსის შუაში ხის სვეტია დადგმული. იქვე კერაა, რომლის ზემოთ საკვამლე ხვრელია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ქურაა სალუდე ქვაბისათვის. თავდაპირველი გადახურვა ბრტყელი ყოფილა. მოგვიანებით თუნუქის ორფერდა სახურავით გადაუხურავთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 201-202.