აკუსილოხი – კოლხეთის ჰიპოთეტური მეფე ძვ. წ. 179 წლისთვის. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ჯერ ასახელებს არტაქსიას (არტაშესს), დიდი არმენიის მეფეს, შემდგომ იხსენიებს აკუსილოხს, ბოლოს კი – გატალოსს, დონისპირა სარმატების მეთაურს. ე. ი. აკუსილოხის ქვეყანა თითქოს კოლხეთია.

ძვ. წ. 179 წ. მცირე აზიის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის დაიდო ზავი. უფრო ადრე კი პონტოს მეფე ფარნაკე I თითქმის ყველას ეომებოდა რეგიონში ჰეგემონიისთვის. ზავის გარანტთაგანია აკუსილოხიც. პონტო (სინოპე, ამისო) ხომ კოლხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება