აკურის წმინდა გიორგის ეკლესია

აკურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ აკურის სამხრეთ-აღმოსავლ

აკურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ აკურის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,8 x 4,3 მეტრი) რიყის ქვით. გამოყენებულია შირიმიც. წყობა ქაოსურია. დაზიანებულია. ჩაქცეულია კონქის და კამარის დიდი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. მისი წირთხლები ამოყვანილია შირიმის ქვებით. აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე განიერი, მაღალი სარკმელია გაჭრილი. სარკმელი სიგნიდან შირიმის ქვით ნაწყობი, ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. იგი გარედანაც თაღოვანი ყოფილა (შემორჩენილია თაღის ნაწილი). აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, მოწყობილია თითო, ოთხკუთხა ნიშა. აღმოსავლეთ კედლის გარდა, თითო, მსგავსი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. ამავე კედლის გარდა. თითო, მსგავსი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. ამავე კედლების შუა ნაწილში, შირიმის თაროსებრი კაპიტელით დასრულებული, თითომ ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღი (ჩამოშლილია) ეყრფნობოდა. შემორჩენილია, მხოლოდ დასავლეთ კედლის მიმდებარე, საბჯენი თაღი, რომელიც შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი.

გარეთა შესასვლელი ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, ნახევარწრიული თაღით დასრულებულ არეში. შესასვლელის თავზე მცირე, ოთხკუთხა ნიშაა, არეს ზემოთ კი, შირიმის წყობით გამოყვანილი, ორსაფეხურიან ბაზისზე დაყრდნობილი, შეღრმავებული ჯვრის გამოსახულება. ადგილობრივ მოსახლეობას შენობა კოჭებზე დაკრული ფიცრებითა და მათზე დაწყობილი კრამიტით გადაუხურავს.

ლიტერატურა

რედაქტირება