აკურის ღვთისმშობლის ეკლესია
აკურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ აკურის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (6,8 x 4,7 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდნის დიდი ნაწილი. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი გარედან თაღოვანია (დიდი ნაწილი ჩამოშლილია), შიგნიდან კი ხით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია კვალი). აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთი, ოთხკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშია: აფსიდში, სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით, თითო, ოთხკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ კი, კედელზე, რიყის ქვით ნაშენი, კუბური ტრაპეზია მიდგმული. შიგნით ეკლესია გადახურულია ოდნავ შეისრული ფორმის, სხმული კამარით. ფასადები სადაა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მასიური, ნახევარწრიული კონტრფორსია მიდგმული. სამხრეთ ფასადის წყობაში ჩატანებულია ასომთავრულწარწერიანი ქვიშაქვა. კედლები დასრულებული იყო რიყის ქვით ნაწყობი, თაროსებრი ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 152.