აკურის სამების ეკლესია
აკურის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ აკურიდან სამხრეთით, 6 კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ცენტრში სარკმელია გაჭრილი და კედლის ნაშთები. ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 152.