აკუგრა
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
აკუგრა, აკუღრა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ააფსთის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2511 მ. აგებულია ზედაიურული კირქვებით. ფერდობებზე მთის ფართოფოთლიანი ტყეა, ზემოთ — სუბალპური მდელოები.
აკუგრა | |
---|---|
კოორდინატები: 43°18′15″ ჩ. გ. 40°43′35″ ა. გ. / 43.30417° ჩ. გ. 40.72639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2511 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 81.