აკიტა-ინუ

(გადამისამართდა გვერდიდან აკიტა ინუ)

აკიტა-ინუ (იაპონ. 秋田犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში XVII საუკუნეში.

აკიტა-ინუ
წარმოშობის ქვეყანა იაპონია
თვისებები
წონა მდედრი 34-43
სიმაღლე მამრი 65-71 სმ.
მდედრი 60-65 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

იაპონურ ძაღლებს შორის უმსხვილესი აკიტა ოდესღაც ძაღლების ბრძოლისთვის იქნა გამოყვანილი. როდესაც სპორტის ამ სახეობამ პოპულარობა დაკარგა, მისი გამოყენება ნადირობისას დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან წლებში აკიტების რაოდენობა შემცირდა და ჯიში პრაქტიკულად ამოწყდა, იაპონური ჯიშების გადარჩენის საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, ამ ჯიშის გადარჩენა უზრუნველყოფილია. იაპონური ჯიშების კლასიფიკაცია ზომის მიხედვით ხდება — დიდი (აკიტა), საშუალო (შიკა) და პატარა (შიბა). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალო ზომის მრავალი ჯიში, დიდი მხოლოდ ერთია — აკიტა. ეს ლამაზი მედიდური მანერების მქონე ძაღლი წარმოშობით კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ პროვინცია აკიტადანაა. უმეტესობას გაწონასწორებული ხასიათი აქვს, თუმცა ზოგიერთის მორჯულება ძალიან ძნელია.

აკიტას არ სჩვევია საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა, ახასიათებს თავშეკავებულობა, ამიტომ მათი გაწვრთნა დამღლელია. სხვა ჯიშებთან შედარებით აკიტას უყვარს ძაღლების ჩხუბის გამოწვევა. კარგად გაწვრთნილი აკიტა შესანიშნავი კომპანიონი და მოდარაჯეა. აკიტა ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, კარგად იტანს სიცივეს, ბეწვი უხეში აქვს და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. ყურები მცირე ზომისაა, მკვრივი, სამკუთხა. საკმაოდ პატარა თვალები მუქი-ყავისფერია, მაგარი, ძლიერი კუდი ზურგისკენაა გადახრილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება