აკილი
აკილი (ინგლ. Achill Island; ირლ. Acaill, Oileán Acla) — უდიდესი კუნძული ირლანდიის სანაპირო ზოლში. მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. მისი მოსახლეობა შეადგენს 2569[1] ადამიანს (2011), ხოლო ფართობი არის 148 კმ². აკილი კუნძულ ირლანდიასთან დაკავშირებულია მაიკლ დეივიტის ხიდით. პირველად ხიდი აიგო 1887 წელს, 1949 წელს იგი ახალმა ნაგებობამ ჩაანაცვლა, ხოლო დღეს არსებული ხიდი 2008 წელს აიგო. კუნძულის მთავარი დასახლებული პუნქტებია: აკილ-საუნდი, დუახი, დუნივერი და დუეგა.
მშობ. სახელი: ინგლ. Achill Island ირლ. Acaill, Oileán Acla | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 53°57′32″ ჩ. გ. 10°02′20″ დ. გ. / 53.95889° ჩ. გ. 10.03889° დ. გ. |
ფართობი | 148 კმ² |
სანაპიროს სიგრძე | 128 კმ |
უმაღლესი წერტილი |
688 მ კრუხანი |
ირლანდია | |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | მეიო |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2569 (2011) |
სიმჭიდროვე | 17,3 /კმ² |
ირლანდიის უდიდესი კუნძული | |
მიჩნეულია, რომ აკილზე პირველი დასახლებები, დაახლოებით, ძვ. წ. 3000 წელს გაჩნდა. ირლანდიის დიდ შიმშილობამდე მოსახლეობის რაოდენობა 6000 ადამიანს აღწევდა.
კუნძულის 87 % ტორფიანი ჭაობითაა დაფარული. აქ მდებარეობს გელური ფეხბურთის ერთი მოედანი და ორი სკოლა.
აკილის 600-მდე მოსახლისთვის მშობლიური ენა ირლანდიურია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Island Change in Population, 1841 - 2011 (28 January 2013).