აკვილია (იტალ. Aquileia) — ძველრომაული ქალაქი თანამედროვე იტალიაში. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის სიახლოვეს, ლაგუნების სანაპიროზე, ზღვიდან დაახლოებით 10 კმ-ის დაშორებით. გაშენებულია მდინარე ნატისოზე, რომელმაც რომაული პერიოდიდან მოყოლებული რამდენადმე შეიცვალა მიმართულება. დღეისათვის აკვილია პატარა ქალაქია, 3 500 მაცხოვრებლით (2009), მაგრამ ანტიკურ ხანაში იგი გამორჩეული, დიდი ქალაქი იყო. ამჟამად წარმოადგენს ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ მთავარ არქეოლოგიურ ძეგლს.

ქალაქი
აკვილია
Aquileia

აკვილიის ბაზილიკა
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 45°46′00″ ჩ. გ. 13°22′00″ ა. გ. / 45.76667° ჩ. გ. 13.36667° ა. გ. / 45.76667; 13.36667
ფართობი 36 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 3,503 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 97.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0431
საფოსტო ინდექსი 33051
საავტომობილო კოდი UD
ოფიციალური საიტი comune.aquileia.ud.it
აკვილია — იტალია
აკვილია

ისტორიულად, ქალაქი 181 წელს დაარსდა და სულ მალე განვითარების აპოგეას მიაღწია, როდესაც ის რომის იმპერიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა. ამავე დროს, იგი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, ჯერ ცისტერიანიზმის IV საუკუნეში, ხოლო XV საუკუნეში აკვილიის საპატრიარქოს რეზიდენცია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 825
ინგლ.რუს.ფრ.