აკეს სტატერიკოლხეთში მოჭრილი ოქროს მონეტა (ძვ. წ. III ს.)[1]. მხატვრულად და ტექნიკურად შესრულებით არ ჩამოუვარდება პროტოტიპს — ლისიმაქეს სტატერებს. წონა — 8,45 გ. მონეტის შუბლზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის პროფილი, ზურგზე — ქალღმერთი ათენა და ბერძნული წარწერა Basileos Aku — აკე მეფისა. კოლხეთის მეფის სახელი — აკე სხვა წყაროებით უცნობია.

აკეს სტატერი, კოლხური ოქროს მონეტა მოჭრილი ძვ. წ. III საუკუნეში.

ცნობილია ორი ასეთი სტატერი, ორივე ძველი კოლხეთის ტერიტორიაზექ აღმოჩენილი. ტრაპიზონის მიდამოებში ნაპოვნი აკეს სტატერი დაცულია პარიზის მედლების კაბინეტში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. კინჩხაში ნაპოვნი მონეტა — ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. აკეს სტატერი. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.