აკაკი კიბორძალიძე

ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი

აკაკი კიბორძალიძე (დ. 17 აგვისტო, 1963, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 10 ივლისი, 2001, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.[1]

აკაკი კიბორძალიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი აკაკი კიბორძალიძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1963
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 10 ივლისი, 2001 (37 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
წონა +95 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ძიუდო
კლუბი „დინამო“ (ქუთაისი)
მწვრთნელი ომარ მერაბიშვილი
ჯილდოები
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ბელგრადი 1989 აბსოლუტური
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო პარიზი 1987 +95 კგ
ვერცხლი პამპლონა 1988 აბსოლუტური

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს ქუთაისში. ძიუდოში ვარჯიში 1973 წლიდან ქუთაისის ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში ომარ მერაბიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. ჭაბუკთა ასაკიდანვე იცავდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას.

1981 წელს ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორი წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე. აღნიშნული ტურნირი მის კარიერაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული გამოდგა, რადგან ყველაზე ხშირად თბილისის არენაზე ახერხებდა იგი პირველობის მოპოვებას და არაერთი ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებას.[1]

საბჭოთა კავშირის მე-14 ჩემპიონატს ძიუდოში, რომელზეც აკაკი კიბორძალიძე ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ლენიგრადმა 1987 წლის 12–15 თებერვალს უმასპინძლა. ფინალში ქუთაისელმა ფალავანმა იმ დროისთვის მსოფლიო თასის მფლობელი (1984), ევროპის ორგზისა (1981, 1985) და საბჭოთა კავშირის ექვსგზის (1978, 1981, 1982, 1984, 1985, 1986) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1984) გრიგორი ვერიჩევი დაამარცხა.[2]

1987 წელს ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი. 1987 წლის ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში პარიზის პიერ დე კუბერტენის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც 26 ქვეყნის ძიუდოისტები ჩაებნენ ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში. საბჭოთა ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც არ ყოფილა შემთხვევა საქართველოს წარმომადგენელი არ გამოსულიყო, უკვე ოცდამეხუთედ მონაწილეობდა ამ ტურნირში. ქვეყნის ნაკრებში ამჯერად ორი ქართველი ძიუდოისტი — კობა კურტანიძე და აკაკი კიბორძალიძე შეიყვანეს. კობა კურტანიძისაგან განსხვავებით, აკაკი კიბორძალიძისთვის ეს იყო სადებიუტო გამოსვლა ასეთი რანგის შეჯიბრებაში. პირველ წრეში კიბორძალიძემ შებოჭვით მოუგო ევროპის ჩემპიონს, დასავლეთგერმანელ ალექსანდრ ფონ დერ გრიობენს, შემდეგ ნიდერლანდელი მეტოქეც შებოჭვით დაამარცხა და ნახევარფინალში რუმინელ მიხაი ჩოკს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა რუმინელი სპორტსმენის სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც შემდეგ ფინალშიც იმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მართალია ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრის მოგება კიბორძალიძეს არ გასჭირვებია და თავისი სადებიუტო ტურნირიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა, მაგრამ ამ შედეგით მაინც უკმაყოფილო დარჩა.[3]

1989 წელს ბელგრადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ქართველი ფალავნებისთვის განსაკუთრებით შედეგიანი გამოდგა. საკავშირო ნაკრებიდან ამ ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას და ყველამ წარმატებით იასპარეზა, — ამირან ტოტიკაშვილმა და კობა კურტანიძემ ოქროს მედლები, გია თენაძემ ბრინჯაო, ხოლო აკაკი კიბორძალიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.[1]

აკაკი კიბორძალიძე აქტიური სპორტიდან თბილისის სპორტის სასახლეში 1991 წლის თებერვალში გულშემატკივართა ოვაციების თანხლებით გააცილეს.

2001 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც იმავე წლის ივლისში, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.[1] დაკრძალულია ქუთაისში.[4]

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო   ესპანეთი, პამპლონა ევროპის ჩემპიონატი 1988 აბსოლუტური  
ძიუდო   საფრანგეთი, პარიზი ევროპის ჩემპიონატი 1987 +95 კგ  
ძიუდო   იუგოსლავია, ბელგრადი მსოფლიო ჩემპიონატი 1989 აბსოლუტური  

მიღწევები

რედაქტირება
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  •   1989 (აბსოლუტური; ბელგრადი, იუგოსლავია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი
  •   1988 (აბსოლუტური; პამპლონა, ესპანეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1987 (+95 კგ; პარიზი, საფრანგეთი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
  •   1983 (აბსოლუტური; თბილისი)
  •   1985 (+95 კგ; თბილისი)
  •   1986 (აბსოლუტური; თბილისი)
  •   1987 (+95 კგ; პოტსდამი, გდრ)
  •   1987 (+95 კგ და აბსოლუტური; თბილისი)
  •   1987 (+95 კგ; სეული, კორეა)
  •   1988 (+95 კგ; თბილისი)
  •   1989 (+95 კგ და აბსოლუტური; კურსკი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი
  •   1983 (+95 კგ; ვარშავა, პოლონეთი)
  •   1984 (+95 კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1979 (+95 კგ; აღმოსავლეთ ბერლინი, გდრ)
  •   1981 (+95 კგ; აღმოსავლეთ ბერლინი, გდრ)
საბჭოთა კავშირის ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი
  •   1986 (აბსოლუტური; კიევი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1987 (+95 კგ; ლენინგრადი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1988 (+95 კგ; ალმა-ატა)[5]
ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები)
  •   1981 (+95 კგ; სან-მარინო)

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ბალახაძე, ვასილ (1 დეკემბერი, 2020). „აკაკი კიბორძალიძე: ქუთაისელი გოლიათი ხანმოკლე კარიერითა და ბევრი მედლით“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 14-ый Чемпионат СССР по дзюдо (Ленинград, 12–15.02.1987). rubin-judo.narod.ru. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022
  3. გაზ. „ლელო“, 24 მაისი, 1987, № 101 (9512), გვ. 3.
  4. Пачкория, Тенгиз (10 ივლისი, 2001). „Умер грузинский дзюдоист Акакий Кибордзалидзе“. Sport-express.ru. Спорт-Экспресс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-28. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 15-ый Чемпионат СССР по дзюдо (Алма-Ата, 04–07.02.1988). rubin-judo.narod.ru. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022