აკაკი დუმბაძე
აკაკი აბდულას ძე დუმბაძე (დ. 16 აგვისტო, 1940, სოფ. გეგელიძეები, ახლანდ. ქედის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მექანიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997), საქართველოს საინჟინრო აკადდემიის ნამდვილი წევრი (2005).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობით (1966). 1966–1971 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში (პოლიმერების განყოფილებაში), 1972–1994 წლებში — საქართველოს კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის პოლიმერების ცოცვადობისა და ხანგრძლივი სიმტკიცის განყოფილებაში. 1994 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, იქვე განაგებდა თვითმფრინავმშენებლობის კათედრას 1995–2005 წლებში. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება დრეკადბლანტი სხეულების მექანიკას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კომპოზიტური მასალების ცოცვადობა და რელაქსაცია, თბ., 2007.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 507.