აიშა ბინტ ჰუსეინი
პრინცესა აიშა ბინტ ჰუსეინი (არაბ. عائشة بنت الحسين; დ. 23 აპრილი 1968, ამანი, იორდანია) — იორდანიის მეფე აბდულა II-ის და პრინცესა ზეინის ტყუპის და. მისი მშობლები არიან პრინცესა მუნა ალ-ჰუსეინი და მეფე ჰუსეინი.
პრინცესა აიშა | |
---|---|
იორდანიის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 23 აპრილი 1968 |
მმართ. დასასრული: | ამჟამინდელი |
მონარქი: |
ჰუსეინი აბდულა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 აპრილი, 1968 |
დაბ. ადგილი: | ამანი, იორდანია |
შვილები: |
აუნ ჯუმა მუნა ჯუმა |
დინასტია: | ჰაშიმიდები |
მამა: | ჰუსეინი |
დედა: | მუნა ალ-ჰუსეინი |
რელიგია: | ისლამი |
განათლება
რედაქტირებააიშა დაიბადა იორდანიის დედაქალაქ ამანში. იგი რვა წლის ასაკამდე განათლება იორდანიაში, ამერიკის სათემო სკოლაში მიიღო. შემდეგ ის ამერიკაში გადავიდა და ათი წლის განმავლობაში იქ სწავლობდა. მე-8 კლასამდე სწავლობდა ბეტესდას ჰოლტონის სკოლაში. 1986 წელს დაამთავრა დანა-ჰოლის სკოლა, მასაჩუსეტსის შტატში. ამის შემდეგ, აიშა ესწრებოდა გაერთიანებული სამეფოს სანდჰარსტის სამეფო სამხედრო აკადემიას, სადაც 1987 წელს დაამთავრა ოფიცერთა მომზადების კურსი.[1] ოქსფორდის პემბროკის კოლეჯში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ისტორიასა და პოლიტიკის კურსი. 2010 წლის ივნისში დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების კოლეჯის (CISA) სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევის სამაგისტრო პროგრამა, ვაშინგტონის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპირველად, 1990 წელს აიშა დაქორწინდა ზეიდ საადედინ ჯუმაზე ამანში, ხოლო მოგვიანებით განქორწინდნენ. ამჟამად იგი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰყავს ვაჟი აუნ ჯუმა, რომელიც დაიბადა 1992 წლის 27 მაისს და უმცროსი ქალიშვილი მუნა ჯუმა, რომელიც დაიბადა 1996 წლის 18 ივლისს. აუნ ჯუმა სწავლობდა ლონდონის კოვენტრის უნივერსიტეტში, ხოლო ამჟამად სწავლობს სანდჰარსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში.[1]
2016 წლის 27 იანვარს, პრინცესა აიშა დაქორწინდა აშრაფ ბანაიოთიზე (დაბ. ედვარდ ბანაიოთი).[2] ედვარდ ბანაიოთმა აიღო მუსლიმური სახელი აშრაფ ბანაიოთი, როდესაც მიიღო ისლამი. პრინცესა აიშა და აშრაფ ბანაიოთი 2016 წელსვე განქორწინდნენ, იორდანიის სამეფო ჰაშიმიდების სასამართლოში.[3]
ჯილდოები
რედაქტირებაეროვნული
რედაქტირება- იორდანია: რაინდის უზენაესი ორდენი, სპეციალური კლასი[4][5]
- იორდანია: რაინდის უზენაესი ორდენი, იორდანიის ვარსკვლავის ორდენი[4][6]
- იორდანია: რაინდის უზენაესი ორდენი, იორდანიის დამოუკიდებლობის ორდენი[4][6][7]
- იორდანია: რაინდის უზენაესი ორდენი, სამხედრო დამსახურების ორდენი[4][6][7]
- იორდანია: ალ-ჰუსეინის ბრწყინვალების მედალი, 1 კლასი[6][7]
- იორდანია: ადმინისტრაციული და ლიდერობის კომპეტენციის მედალი[6][7]
- იორდანია: ადმინისტრაციული და ტექნიკური კომპეტენციის მედალი[6]
- იორდანია: დიდი რამადანის ომის მედალი[4]
- იორდანია: მეფე ჰუსეინი II-ის საიუბილეო მედალი[4]
საგარეო
რედაქტირებაწინაპრები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „პრინცესა აიშა ბინტ ჰუსეინი“[მკვდარი ბმული], იორდანიის საელჩო და საკონსულო: ავსტრალიასა და ახალი ზელანდიაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.purepeople.com/article/aisha-de-jordanie-a-47-ans-la-princesse-s-est-remariee_a171590/1
- ↑ Princess Aisha marries Ashraf Banayotti. Jordan Times.
- ↑ Princess Aisha, Edward Banayoti divorced English (1 July 2016). ციტირების თარიღი: 27 March 2017.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 imageupper.com, Princess Aisha wearing most of her Jordanian decorations and Italian Order დაარქივებული 2017-02-05 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 5.0 5.1 purepeople.com, Princess Aisha wearing the Star of the Order of the Renaissance and Order of Merit of Brunei
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 imageupper.com, Princess Aisha wearing her lesser honours and medals დაარქივებული 2017-02-05 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 jordanembassyus.org, some of Princess Aisha's honours listed დაარქივებული 2017-06-13 საიტზე Wayback Machine.