აისუნ ალიევა (აზერ. Aysun Əliyeva; დ. 19 ივლისი, 1997) — აზერბაიჯნაელი ფეხბურთელი. არის რუსული საფეხბურთო კლუბის, ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი. 2019 წელს თამაშობდა თურქეთის ქალთა პირველი ლიგის „ფათიჰ ვატან სპორის“ ფეხბურთელი. თამაშობდა 14 ნომრიანი მაისურით. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე. [1] ალიევა იყო აზერბაიჯანის ქალთა 17, 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების წევრი.[2] [3] 2017 წლიდან არის აზერბაიჯანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.[4] [5]

აისუნ ალიევა
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
19 ივლისი, 1997 (1997-07-19) (26 წლის)
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანი
სიმაღლე 168 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ყაზანი რუბინი
ნომერი 14
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2016 ანთალიასპორი 1207 8 (0)
2017   ილკადიმ ბელედიესპორი (იჯარით) 12 (1)
2019–? ფათიჰ ვატან სპორი 11? (2?)
2021– ყაზანი რუბინი 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2017– აზერბაიჯანი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საფეხბურთო კარიერა რედაქტირება

კლუბი რედაქტირება

ალიევამ დაიწყო საფეხბურთო კარიერა ბაქოს კლუბ „ნეფჩის“ 19 წლამდელთა გუნდში. ამის შემდეგ 2016 წლის ნოემბერში შეუერთდა თურქეთის ქალთა პირველი საფეხბურთ ოლიგის კლუბ „1207 ანთალიასპორი“.[6][7][8]

იჯეომა ქუინტ დენიელსი, კირეჩბუნრუ სპორის ნიგერიელი ფეხბურთელი, დაშავდა 2016 წლის 14 დეკემბერს „1207 ანთალიასპორთან“ საშინაო მატჩში. მან ვერ მოახერხა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება, ალიევა დაეხმარა მას და მოახერხა მისი მოედნიდან გაყვანა, მიუხედავად იმისა რომ ალიევა დენიელსზე გამხდარია. ამის გამო ალიევამ მიიღო „ფეირ პლეის“ ჯილდო სპორტული საქციელისთვის.[9][10]

2016-17 წლების სეზონის მეორე ნახევარში სამსუნურმა საფეხბურთო კლუბმა „ილკადიმ ბელედიესი იაბანჯილარ ფაზარი სპორმა“ ალიევა იჯარით აიყვანა.[6][11]

2019 წელს ალიევა დაბრუნდა თურქეთში, 1 ნოემბერს შეუერთდა სტამბოლურ კლუბ „ფატიჰ ვატან სპორს“.[12]

საერთაშორისო რედაქტირება

ალიევამ 2016 წლის 19 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანის 19 წლამდე ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა 6 შეხვედრა.[13]

აისუნ ალიევა აგრეთვე იყო აზერბაიჯანის 21 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.[14] 2017 წელს მიწვეული იქნა აზერბაიჯანის ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.[15][16] ალიევამ 2021 ევროპის ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში ჩაატარა 4 შეხვედრა.[17] 2021 წლის 23 თებერვალს ალიევამ გაიატანა პირველი გოლი აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების რიგებში. მან გოლი 2021 წლის 23 თებერვალს, ბაქოში, მოლდოვის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში გაიტანა. აისუნ ალიევამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. მატჩი აზერბაიჯანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

სქოლიო რედაქტირება

  1. tff
  2. affa
  3. azertag
  4. "Azərbaycan milli komandası (Qadınlar)"
  5. affa.az
  6. 6.0 6.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის tff0 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის m1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  8. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის npfk არ არის მითითებული ტექსტი; $2
  9. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის sx1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  10. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის affa2 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  11. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის bf არ არის მითითებული ტექსტი; $2
  12. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის tff0a არ არის მითითებული ტექსტი; $2
  13. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის uefa1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  14. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის affa3 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  15. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის affa4 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  16. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის affa5 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  17. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის uefa2 არ არის მითითებული ტექსტი; $2