აით-ბენ-ჰადუ
აით-ბენ-ჰადუ (არაბ. آيت بن حدّو) — გამაგრებული ქალაქი ანუ ქსარი თანამედროვე მაროკოს ტერიტორიაზე, ყოფილ სავაჭრო გზაზე საჰარასა და მარაკეშს შორის. მდებარეობს ბორცვზე, მდინარე უნილას გასწვრივ. ის კასბებს (იგივე მედინა, ისლამური ქალაქის ტიპი) შორის ერთ-ერთ უმშვენიერესი მაგალითა, რომელიც ყოველი შტორმის შემდეგ დაუზიანებელი რჩებოდა. ქალაქის მოსახლეობის ძირითადი რიცხვი უფრო თანამედროვე სოფელში, მდინარის მეორე ნაპირზე ცხოვრობს, მაგრამ ათი ოჯახი დღემდე ქსარში ცხოვრებას ამჯობინებს.
აით-ბენ-ჰადუს ქსარი (გამაგრებული დასახლების ტიპი)* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მაროკო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები |
კოორდინატები | 31°03′00″ ჩ. გ. 7°08′00″ დ. გ. / 31.05000° ჩ. გ. 7.13333° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 444 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 444 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1987 წლიდან აით-ბენ-ჰადუ შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქალაქი გადაღებულია რამდენიმე ფილმში. მათ შორისაა:
- არაბეთის ლოურენსი (1962)
- კაცი, რომელიც მეფე გახდება (1975)
- შეტყობინება (1976)
- იესო ნაზარეველი (1977)
- ყაჩაღების დრო (1981)
- ნილოსის განძი (1985)
- ნაპერწკლები თვალებიდან (1987)
- ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება (1988)
- ცის თავშესაფარი (1990)
- კუნდუნი (1997)
- მუმია (1999)
- გლადიატორი (2000)
- ალექსანდრე (2004)
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Travel blog about Ksar de Aït-Benhaddou
- Interactive 360° panorama of Ait Benhaddou (Java, 0,9 MB) დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.