აიდა ბალაევა
აიდა ბალაევა (ყაზახ. Аида Ғалымқызы Балаева დ. 4 ივლისი, 1974, ალმა-ატას ოლქი, ყაზახეთის სსრ) — ყაზახი სახელმწიფო მოღვაწე, ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრი 2023 წლის 2 სექტემბრიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (2022-2023), ინფორმაციისა და სოციალური განვითარების მინისტრი (2020-2022). სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2010).
აიდა ბალაევა | |
---|---|
ყაზახ. Аида Ғалымқызы Балаева | |
დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1974 (50 წლის) |
დაბადების ადგილი | ალმათის ოლქი |
განათლება | Kazakh National Pedagogical University და Kazakh National Agrarian University |
სამეცნიერო ხარისხი | Candidate of Sociological sciences |
ჯილდოები | Order of Parasat და კურმეტის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააიდა ბალაევა დაიბადა 1974 წლის 4 ივლისს ალმა-ატას ოლქში. მან დაამთავრა აბაის სახელობის ალმათის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს [1] სპეციალობით რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი, ხოლო 2007 წელს — ყაზახეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი სპეციალობით იურისპრუდენცია.[2] 2010 წელს დაიცვა სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი, დისერტაციის თემა: „ყაზახეთის ახალგაზრდობის ეთნო-რელიგიური იდენტიფიკაცია: სოციოლოგიური ასპექტი“.[3]
აიდა ბალაევამ კარიერა 1999 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში მუშაობდა ალმათის სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე.1994 წლიდან 2004 წლამდე იგი იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი თანხმობის სამინისტროს ალმა-ატას რეგიონული დეპარტამენტის სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი და საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი ქალაქ ალმათაში.[2] ასევე 2004 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ქალაქ ალმათის შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილედ.[2] 2006 წლიდან 2008 წლამდე კი ქალაქ ალმათის შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი.[2] 2008 წლიდან 2010 წლამდე — საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ქალაქ ასტანას საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.[2] 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2019 წლის ივლისამდე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.[2] ასევე 2019 წლის 22 ივლისიდან 2020 წლის 4 მაისამდე ეკავა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვების განხილვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა,[4] ხოლო 2020 წლის 4 მაისიდან 2022 წლის 11 იანვრამდე — ყაზახეთის რესპუბლიკის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების მინისტრის თანამდებობა.[5]
2020 წლის 30 ივნისს, თავის ფეისბუქ გვერძე მან შესთავაზა ფაქტობრივი ცენზურის შემოღება. აიდა ბალაევამ დაწერა შემდეგი შინაარსის მიმართვა: „მნიშვნელოვნად მიმაჩნია ყაზახეთის ყველა სატელევიზიო არხის, მათ შორის OҢ TV არხის ხელმძღვანელობისთვის, არ დაუშვას მსგავსი შინაარსის სატელევიზიო გადაცემების გაშვება, რათა მოერიდეთ ყაზახეთის რესპუბლიკის პოზიციების არასწორ ინტერპრეტაციას საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით".[6]
2022 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე აიდა ბალაევა დაინიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2023 წლის 2 სექტემბრიდან ის ხელახლა დაინიშნა ყაზახეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრად.[7]. ეს თანამდებობა მას 2024 წლის 6 თებერვალამდე ეკავა. [8]
აიდა ბალაევას პოლიტიკური პოზიცია ეწინააღმდეგებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ ჰიჯაბის ტარებას და განაცხადა, რომ საერო სახელმწიფოში სკოლის ფორმები შენარჩუნებულია და მოქალაქეებმა, რომლებმაც დაამთავრეს სწავლა, თავად უნდა აირჩიონ საკუთარი რელიგია და რელიგიური ტანსაცმელი.
ოჯახი
რედაქტირებამისი დედა იყო რაისა რახიმჟანკიზი.[9] იგი ცოლად გაჰყვა ადილბეკ ჯუსუპოვს და ქორწინებიდან შეეძინათ სამი შვილი: დინმუჰამედი (დ. 1994), ასკარი (დ. 1996 ) და ასეელი (დ. 2004) [10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Досье: Балаева Аида Галымовна“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-22. ციტირების თარიღი: 2020-08-30.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Балаева Аида Галымовна (персональная справка). ციტირების თარიღი: 2020-05-04.
- ↑ Кандидат социологических наук тема кандидатской диссертации: «Этно-религиозная идентификация молодёжи Казахстана: социологический аспект» (ЕНУ им. Л. Н. Гумилёва, 2010 г.). ციტირების თარიღი: 2020-05-04
- ↑ Указом Главы государства Балаева Аида Галымовна освобождена от должности помощника Президента Республики Казахстан — заведующего Отделом по контролю за рассмотрением обращений Администрации Президента Республики Казахстан в связи с переходом на другую работу. ციტირების თარიღი: 2020-05-04
- ↑ Указ О назначении Балаевой А. Г. Министром информации и общественного развития Республики Казахстан. ციტირების თარიღი: 2020-05-04
- ↑ Ретрансляция контента росканала «Звезда» идет вразрез с госполитикой Казахстана — Балаева. ციტირების თარიღი: 2020-07-19
- ↑ Аида Балаева назначена министром культуры и информации (2023-09-02). ციტირების თარიღი: 2023-09-02.
- ↑ О назначении Балаевой А.Г.. ციტირების თარიღი: 2024-06-10
- ↑ Танымал ұстаз Раиса Рахымжанқызы өмірден өтті... - Атырау газеті (2021-05-19). ციტირების თარიღი: 2023-07-21
- ↑ Балаева Аида Галымовна (персональная справка). ციტირების თარიღი: 2022-01-12