აიგუნ კაზიმოვა
აიგუნ ალასგარ ქიზი კაზიმოვა (აზერ. Aygün Ələsgər qızı Kazımova; დ. 26 იანვარი, 1971, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მომღერალი, სიმღერებისა და მუსიკების მწერალი, პოპ მუსიკოსი და მსახიობი.
აიგუნ კაზიმოვა | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 იანვარი, 1971[1] (53 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
ეროვნება | აზერბაიჯანელები |
აიგუნ კაზიმოვა ვიკისაწყობში |
იგი ცნობილია აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში. მას დიდება და აღიარება 2006 და 2007 წლებში ბაქოსა და მოსკოვში ჩატარებულმა კონცერტებმა მოუტანა. 2002-2006 წლებში იყო კონკურსის "აზერბაიჯანის საუკეთესო მოდელის" პრეზიდენტი. მისი სინგლი Hayat Ona Guzel ყველაზე პოპულარული იყო iTunes-ზე (თურქეთი). კაზიმოვამ დაწერა და იმღერა 2012 წლის ფიფას 17-წლამდელ ქალთა მსოფლიო თასის ჰიმნი. მისი დუეტი სნუპ დოგთან, Coffee from Colombia, იყო ჰიტი აზერბაიჯანში, თურქეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კოლუმბიაში, საქართველოსა და რუსეთში. ჩაწერილი აქვს 10 ალბომი.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა 1971 წლის 26 იანვარს ბაქოში, აზერბაიჯანში. ოჯახში მყოფი 4 ბავშვიდან იგი ყველაზე მცირეწლოვანი იყო. საკუთარი მუსიკალური ნიჭი საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში გამოავლინა. მუსიკის გარდა, კაზიმოვა გატაცებული იყო ხელბურთით; იგი იყო სკოლის ქალთა ხელბურთელთა ნაკრების კაპიტანი. სპორტი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიატოვა და ჩაირიცხა მარიფის ხელოვნების ტექნიკუმში; 1986 წელს აღნიშნული ტექნიკუმი დატოვა. ამ დროს იგი ახალგაზრდულ ბენდთან (Gaya) მუშაობდა.[2]
კარიერა
რედაქტირებაკაზიმოვას პროფესიონალური სოლო კარიერა დაიწყო 1988 წელს, როდესაც მან პირველი პრიზი მოიპოვა „Baki payizi-88“ (ბაქო შემოდგომა-88) მუსიკალურ კონკურსში. 1989 წელს მან იურმალას მუსიკალურ კონკურსში ჯილდო მოიპოვა, ხოლო 1992 წელს ჯილდო მიიღო მუსიკალურ კონკურს აზიის ხმაში (აზახეთის რესპუბლიკაში). საკუთარი პირველი ალბომი 1997 წელს გამოუშვა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებააუგინ კაზიმოვა დიდი ხნის მეგობრობის შემდეგ ცოლად გაჰყვა იბრაჰიმ იბრაჰიმოვს. 1990 წელს შეეძინათ ქალიშვილი სახელად ილგარა. იბრაჰიმოვი და კაზიმოვა ერმანეთს 1991 წელს დაშორდნენ. 1994 წელს კაზიმოვა დაქორწინდა რზა გულიევზე (აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილი სპიკერისა და ოპოზიციის ამჟამინდელი წევრის, რასულ გულიევის ძმისშვილი), რომელსაც 1996 წელს, გულიევის დაკავების შემდეგ, იძულებით გაშორდა.[2][3] 2005-2010 წლებში ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ ნამიგ გარაჩუხურლუსთან. [წყარო არ არის მითითებული 1251 დღე]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Discogs — 2000.
- ↑ 2.0 2.1 Aygun Kazimova: Biography. Kazimova's Official Fan Club Aygunfans.ws
- ↑ Dedim ki, Izim Qala დაარქივებული July 12, 2007, საიტზე Wayback Machine. . Aysel Magazine. January 2006