Ibanez

(გადამისამართდა გვერდიდან აიბენეზი)

Ibanez (აიბენეზი) — მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული გიტარის ბრენდი, რომელსაც ფლობს კომპანია Hoshino Gakki მდებარეობს ნაგოია, იაპონია-ში. Hoshino Gakki იყო პირველი იაპონური გიტარის კომპანია, რომელმაც წარმატებას მიაღწია აშშ-სა და ევროპაში თავიანთი აიბენეზის გიტარებით. მოგვიანებით სხვა იაპონური კომპანიებიც გამოვიდნენ თავიანთი გიტარებით ამ ბაზარზე, მაგალითად ESP.

Ibanez
აიბენეზი
ტიპი კერძო
დარგი მუსიკალური ისტუმენტები
დაფუძნდა ნაგოია, იაპონია, 1957
სათავო ოფისი ნაგოია, იაპონია
მმართველი
ჰოშინო გაკკი - დამაარსებელი
პროდუქცია გიტარები
ბასები
ხმის გამაძლიერებლები
ეფექტები
და სხვა
Ibanez–ის გიტარა

აიბენეზის თანამედროვე წარმოება დაიწყო 1957 წელს იაპონიაში Hoshino Gakki-ს მიერ, მაგრად დასახელება Ibanez (აიებენეზი) წარმოიქმნა 1927 წელს, როდესაც Hoshino Gakki-მ დაიწყო ესპანეთიდან აკუსტიკური გიტარების – Salvador Ibanez-ის იმპორტი. Hoshino Gakki ფლობს ბრენდებს: Ibanez (გიტარები), Tama (დრამები).

კომპანია Hoshino Gakki გაჩნდა 1908 წელს, როგორც მუსიკალური ინსტუმენტების გაყიდვის განყოფილება კომპანია Hoshino Shoten-ში. თავიდან ეს კომპანია ყიდდა წიგნებს. 1935 წელს მათ დაიწყეს საკუთარი სიმიანი ინსტუმენტების წარმოება. 1960 წლამდე მათ დასავლეთის ბაზარზე მხოლოდ უმნიშვნელო ადგილი ეკავათ.

მათ დაიწყეს ესპანური გიტარების იმპორტი ესპანელი ოსტატი სალვადორე იბანესისაგან (Salvador Ibáñez, 1854-1920), მაგრამ როდესაც ესპანური სამოქალაქო ომის (1936-1939) დროს განადგურდა გიტარების სახელოსნო და უკვე მიუწვდომელი გახდა გიტარები. ამ გიტარების დიდი პოპულარულობის გამო იაპონელებმა შეისყიდეს უფლებები სამარკო ნიშან Ibanez-ზე და დაიწყეს საკუთარი აკუსტიკური გიტარების გამოშვება. თავდაპირველად სახელ Ibanez Salvador-ით, ხოლო შემდეგ Ibanez-ით [1] დაარქივებული 2008-09-29 საიტზე Wayback Machine. .

Ibanez-ის გიტარების თანამედროვე ერა დაიწყო 1957 წელს. 1950-იანი და 1960-იანი წლების კატალოგებში იყო გიტარები, რომლებსაც ჰქონდათ უცნაური ფორმა. 1960-იანების ბოლოს რამდენიმე გიტარა ძალიან ჰგავდა Hagström-ისა და EKO-ს ინსტრუმენტებს. Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების საწარმოებლად იყენებდა გიტარის ფაბრიკა Teisco-ს მას შემდეგ, რაც მათ შეწყვიტეს საკუთარი გიტარების წარმოება 1966 წელს. 1969/1970 წლებში ფაბრიკა Teisco-ს დახურვის შემდეგ Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების უმრავლესობის საწარმოებლად იყენებდა ფაბრიკა FujiGen Gakki-ს. ასევე შეიცვალა აიბენეზის ლოგოტიპი გიტარის თავზე, ის უფრო თანამედროვე გახდა.

ცნობილი მუსიკოსები, რომლებმაც ამჯობინეს Ibanez

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ibanez&oldid=4338983“-დან