ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი (ბერძ. Εθνικό Αρχαιολογικό Μουσείο) — საბერძნეთის უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი. მასში მოთავსებულია საბერძნეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები წინაისტორიიდან გვიანდელ ანტიკურობამდე. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმად. აქ მოთავსებულია ბერძნული ანტიკური ხანის მსოფლიოში უმდიდრესი კოლექცია. მდებარეობს ეგზარხიას უბანში ცენტრალურ ათენში ეპირუსის, ბუბულინასა და ტოსიცას ქუჩებს შორის, მთავარი შესასვლელით პატისიონის გამზირზე ათენის პოლიტექნიკუმის ისტორიული შენობის გვერდით. მუზეუმის დირექტორია ნიკოლაოს კალტსასი.

მუზეუმის ფასადი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება