ათამასი
ათამანტი ან ათამასი(ბერძნ. Ἀθάμας -αντος, ὁ) — მინიელთა მეფე (ბეოტიაში), ორქომენის მმართველი, მეფე ეოლოსის ვაჟი, ელინის შვილიშვილი, სალმონევსის ძმა. ათამანტი ღრუბელთა ღმერთქალ ნეფელეს და მისგან შეეძინა ფრიქსე და ჰელე. კადმოსის ქალიშვილმა ინომ, როგორც კი ათამანტის მეუღლე გახდა, შეიზიზღა ნეფელესაგან ნაშობი გერები და მოახერხა ის, რომ ათამანტს მათი მსხვერპლად შეწირვა გადააწყვეტინა. ჰეროდორე სიცილიელის მიხედვით, ათამანტი თემისტოს მეუღლეა და მათი ყველაზე უმცროსი შვილებია ფრიქსე და ჰელე. გვიან, როდესაც ათამანტი უნდა შეეწირათ მსხვერპლად, კოლხეთის სამეფოდან მოვიდა ფრიქსეს ვაჟი კიტისოროსი და მოხუცებული პაპა სიკვდილისგან იხსნა. თუმცაღა, ამის გამო ღმერთებმა მთელს მის შთამომავლობას ღვთის რისხვა დაატეხეს.
ათამასი | |
---|---|
სქესი: | მამრობითი |
მამა: | Aiolos[1] [2] და Minyas |
დედა: | Enarete და Zeuxippe |
მეუღლე: | Nephele[3] , Ino[1] [3] , თემისტო[3] და Gorgopis |
შვილები: | ფრიქსე[1] [4] [3] , ჰელე[1] [3] , Learchus[1] [3] , Melicertes[5] [3] , Ptous, Macistus, Schoeneus, Leucon, ერითრიოსი, Eurycleia და Erythroe |
გამოსახულებები |
ჰერამ ათამანტს გონება დაუხშო და ინოს შვილები დაახოცინა. ბეოტიიდან გაძევებულმა ათამანტმა სამისნოს მიმართა რჩევისათვის, თუ სად დასახლებულიყო მოხუცებულობის ჟამს. სამისნომ ურჩია, რომ დამკვიდრებულიყო იქ, სადაც მხეცები უცხოდ მიიღებდნენ, მაგრამ არაფერს დაუშავებდნენ. ბევრი ხეტიალის შემდეგ იგი წააწყდა მგლის ხროვას, რომლებმაც მის დანახვაზე თავი მიანებეს ცხვრის გლეჯას და გაიფანტნენ. ამ ადგილზე ააშენა მან ქალაქი, თავისი სახელი უწოდა და ზოგი თქმულების თანახმად თითქოს თემისტოც ამის მერე შეირთო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ათამასი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Любкер Ф. Athamas // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 176.
- ↑ 2.0 2.1 Любкер Ф. Aeolus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 33–34.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 Атамас // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — Сент-Питерсберг: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. II. — С. 412.
- ↑ 4.0 4.1 Н. О. Фрикс // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1902. — Т. XXXVIа. — С. 800.
- ↑ 5.0 5.1 Melicertes // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 18. — P. 94.