აზოვის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
აზოვის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Введения во храм Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი აზოვში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
აზოვის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | აზოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1998-2005 |
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქ. აზოვი, მაკაროვსკის ქუჩა № 2.
ისტორია
რედაქტირება1993 წელს როსტოვის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა დალოცა როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში სამწყსოს შექმნა აზოვის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.
ახალი მრევლისთვის საოლცავ სახლად გამოიყო ყოფილი კონოთეატრი „დონი“. კინოთეარს ჩაუტარდა რემონტი და ამის შემდეგ დაიწყო ღვთისმსახურება.
1996 წლიდან ქალაქში დაიწყო სამუშაოები ახალი ტაძრის მშენებლობისათვის. 1998 წელს კი უკვე დაიწყო მისი მშენებლობა. მშენებლობა აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა. ეკლესიის მშენებლობა გაჭიანურდა 2005 წლამდე. მშენებლობის დასაჩქარებლად აზოვში შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ აზოვის საქალაქო დუმის დეპუტატები და ქალაქის საწარმოების ხელმძღვანელები. კაზაკების ხელმძღვანელების თხოვნის მიხედვით ტაძარმა მიიღო პოლკის ტაძრის სტატუსი.
2006 წელს მშენებლობა გაგრძელდა. აღმართეს ტაძრის კედლები, დააყენეს გუმბათი. ტაძრის საერთი სიმაღლე გუმბათის ჩათვლით შეადგენდა 30 მეტრს. ტაძარი აშენდა ისე, რომ ერთდროულად შენობაში დაეტიოს 300 ადამიანი.
2007 წლის მარტში ტაძრის სამრეკლოზე დაკიდეს მეტრანახევრიანი ზარი, რომელსაც უწოდეს „თავადი ვლადიმირი“, რომლის საერთო წნაც შეადგენდა 1 270 კილოგრამს. ზარი ჩამოასხეს ქალაქ კამენსკე-ურალსკში და სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა ვ. ფ. ჩუბამ საჩუქრად გადასცა ტაძარს. საღვთო ლიტურგია ტაძარში პირველად გაიმართა 2007 წლის გაზაფხულზე.
2008-2009 წლებში ტაძარში მიმდინარეობდა შიდა სამუშაოები, ტაძარი შეავსეს ახალი ხატებით, მოაწყვეს ტაძრის გარშემო ტერიტორია.
აზოვის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის წინამძღვარია ალექსანდრ მიროშნიჩენკო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Арутюнов Г. Б. "Православные храмы Азова. Памятные православные места," в книге Арутюнов Г. Б., Азов – имя знаменитое, Азов: Инф.-издательство Центр "Патарва", 2009.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- АЗОВСКИЙ ХРАМ АЗОВСКОЙ ИКОНЫ БОЖИЕЙ МАТЕРИ
- Полковой храм Азовской иконы Божьей матери დაარქივებული 2019-04-24 საიტზე Wayback Machine. . Донской временник.
- Азовской иконы Божией Матери. г. Азов.