აზერბაიჯან-საუდის არაბეთის ურთიერთობები

აზერბაიჯან-საუდის არაბეთის ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანისა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივ დიპლომატიურ, კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობას.

აზერბაიჯან-საუდის არაბეთი
Map indicating locations of Azerbaijan and Saudi Arabia

აზერბაიჯანი

საუდის არაბეთი

ეკონომიკური ურთიერთობა

რედაქტირება

ბოლო დროს, აზერბაიჯანში სხვადასხვა სფეროში საუდის არაბეთის დაახლოებით ოთხი კომპანია მუშაობს. 2015 წელს, „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ერთობლივი შეთანხმების თანახმად, იგი მიზნად ისახავდა სამეფოს ენერგეტიკის სფეროში გრძელვადიანი პროექტის განხორციელებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და საუდის კომპანიას „Soroof International“-ს შორის. ამ ქვეყნებს შორის რეგულარულად გამართული ბიზნეს ფორუმები მათ ეხმარება ერთმანეთის ეკონომიკური შესაძლებლობების გაანალიზებაში. მეორე აზერბაიჯან-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმი, (გაიმართა ჰეიდარ ალიევის ცენტრში, 15 მაისს, ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების წახალისების ფონდის (AZPROMO-ს) მხარდაჭერით) რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის 300-ზე მეტ ბიზნესმენს, რომლებიც იკვლევენ ორი ქვეყნის შედარებით შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობაში, ინდუსტრიაში, მშენებლობაში, ფინანსებში, ტურიზმში, ლოჯისტიკაში, კონსულტაციებში, ნავთობქიმიკატებსა და ჯანდაცვის სფეროში.[1][2] ამასთანავე, ხელი მოეწერა „ზოგადი ხელშეკრულების თანამშრომლობას“ , რაც მოიცავს ეკონომიკურ, სავაჭრო, ინვესტიციების, ტექნიკურ, კულტურულ, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობებს შორის თანამშრომლობას. 1994 წლის 10 ივლისს ჯიდაში გაიმართა აზერბაიჯან-საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის არაერთი შეხვედრა.[3][4]

ზოგადად, აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს 14 ხელშეკრულება ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. დადგენილია, რომ დამატებით 8 ახალი ხელშეკრულება იქნება გაფორმებული პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

საუდის არაბეთის კომპანიებს 370 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვთ აზერბაიჯანში და ამჟამად აქ საუდის არაბეთის დაახლოებით 26 კომპანიაა, ამ ორ ქვეყანას შორის გარიგების შესასრულებლად. ასევე საუდის განვითარების ფონდი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, მათ შორის არხისა და გზის, სკოლების, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის და ა.შ. [5]

2019 წლის დასაწყისში, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს და საუდის არაბეთის გენერალურმა ინვესტიციურმა ორგანომ (SAGIA-მ) დაქვემდებარებული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტომ და საუდის არაბეთის გენერალურმა ინვესტიციურმა ორგანომ (SAGIA-მ) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების შემდგომი შესაძლებლობების პოვნას. შესაბამისად, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემების მიხედვით (2018 წ.), აღნიშნულ ხალხთა შორის მთლიანი გარიგება ღირდა 30,9 მილიონი. ამ გარიგებებში აზერბაიჯანულ მხარეს ძირითადად ჰქონდა ანგარიშის დეფიციტი, რადგან მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან დაახლოებით 24,3 მილიონი განხორციელდა აზერბაიჯანის იმპორტის გამო. უფრო მეტიც, საუდის არაბეთისთვის პრიორიტეტულია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სექტორშიეს ინვესტიცია სოფლის მეურნეობასთან, ტურიზმთან, ტრანსპორტთან ერთად. [6][7][8][9][10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება