აზერბაიჯან-კუბის ურთიერთობები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯან-კუბის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და კუბის რესპუბლიკას შორის პოლტიკის, სოციო-ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კულტურა, სპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, ფარმაცევტიკა და სხვ.[1]

აზერბაიჯა-კუბის ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Cuba

აზერბაიჯანი

კუბა

დიპლომატიური ურთიერთობები

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანსა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 მარტს დამყარდა.[2] აზერბაიჯანის საელჩო კუბაში (ჰავანა) 2007 წელს გაიხსნა, ხოლო კუბის საელჩო აზერბაიჯანში (ბაქო) 2008 წლიდან ფუნქციონირებს.[2] აზერბაიჯანის ელჩი კუბაში არის იაშარ ალიევი,[2] ხოლო კუბის ელჩი აზერბაიჯანში - მარსელო კაბალერო ტორესი.[3]

უმაღლესი დონის შეხვედრები

რედაქტირება

2005 წლის 19 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მე-60 ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში კუბის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფერნანდო როგსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შორის შეხვედრა გაიმართა.[2] 2006 წლის 28-30 სექტემბერს ელმარ მამედიაროვი კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.[2] 2011 წლის 8 თებერვალს კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგეს პარილა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში.[2] 2019 წლის ოქტომბერში კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი მიუმხრობლობის მოძრაობის XVIII სამიტზე, რომელიც ბაქოში ტარდებოდა, აზერბაიჯანს ეწვია.[4]

პარლამენტთაშორისი ურთიერთობები

რედაქტირება
 
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგეს პარილა

აზერბაიჯანის მილი მეჯლისში ფუნქციონირებს აზერბაიჯან-კუბის პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფი. კუბის ეროვნულ ასამბლეაში მოქმედებს კუბა-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფი. გუნდის ლიტერი ელბის პერეს ოლივერაა.[2]

აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და კუბის რესპუბლიკას შორის იურიდიული ურთიერთობები რეგულირდება ათი დოკუმენტის მეჩვეობით. [5]

კუბა-აზერბაიჯანის მთავრობათშორისი კომისიის პირველი სესია 2007 წლის ნოემბერში ჰავანაში ჩატარდა. მეორე სესია მომდევნო წლის ნოემბერში ჩატარდა.[3][6]

ეკონომიკური თანამშრომლობა

რედაქტირება

2007 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მთავრობის დელეგაციის ჰავანაში ვიზიტის დრო ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.[7] 2010 წლის ოქტომბერში აზერბაიჯან-კუბის პირველი ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.[1] კუბიდან აზერბაიჯანში ძირითადად ალკოჰოლის, სიგარების და თამბაქოს პროდუქტების, ხელჩანთების, საფოსტო მარკების და სხვ. იმპორტი ხდება. [5] კუბის მთავარი ინტერესი აზერბაიჯანის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორია.[8]

სხვა სფეროები

რედაქტირება

2008 წელს კუბას ასობით აზერბაიჯანელი ტურისტი ეწვია.[7] 2009 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, აზად რაჰიმოვმა და კუბის სპორტის, ფიზკულტურისა და რეკრეაციის ეროვნული ინსტიტუტის პირველი ვიცე-პრეზიდენტმა, რობერტო ლეო რიჩარდმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთო ღონისძიებების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.[9] 2010 წლის 4-6 მარტს კუბაში აზერბაიჯანის კულტურის ფესტივალი გაიმართა.[10]

2010 წელს აზერბაიჯანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის, ალი აბასოვის ინიციატივით, კუბაში კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.[1][11]

სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანსა და კუბას შორის ურთიერთთანამშრომლობა ხორციელდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, თამბაქოს, ჩაის წარმოები, მებაღეობისა და სხვ. სექტორებში.[12] 2017 წელს კუბის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, კარლოს რივერა გონსალესის ინიციატივით ორი ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.[13]

დღეისთვის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემიაში ასამდე კუბელი სტუდენტი სწავლობს.[7] ორი ქვეყანა ურთიერთთანამშრომლობს მობილური კომუნიკაციების და ინტერნეტ მომსახურების სფეროშიც.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Азербайджан готов открыть на Кубе завод по производству компьютеров ru-RU. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Wayback Machine (2018-07-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-16. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  3. 3.0 3.1 Перенесена дата второго заседания межправкомиссии Азербайджан-Куба ru. ციტირების თარიღი: 2020-09-12[მკვდარი ბმული]
  4. Мигель Диас-Канель: осуждаем отсутствие приверженности США принципу многосторонности ru-RU. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  5. 5.0 5.1 Cuba. ციტირების თარიღი: 2020-09-12[მკვდარი ბმული]
  6. 1news. Состоится первое заседание комиссии по сотрудничеству Азербайджан-Куба ru. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  7. 7.0 7.1 7.2 Узел, Кавказский. Куба и Азербайджан расширят сотрудничество в сфере туризма. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  8. Куба хочет учиться у Азербайджана бурить скважины ru-RU. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  9. Азербайджан и Куба подписали соглашение на пять лет. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  10. Rebelde, Radio. Azerbaijan Culture Festival to be Held in Cuba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-04. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  11. NEWEurope. (2010-10-10) Azerbaijan, Cuba sign ICT agreement en-US. ციტირების თარიღი: 2020-09-12[მკვდარი ბმული]
  12. АЗЕРБАЙДЖАН И КУБА ОБЛАДАЮТ ШИРОКИМИ ВОЗМОЖНОСТЯМИ ДЛЯ СОТРУДНИЧЕСТВА В ОБЛАСТИ СЕЛЬСКОГО ХОЗЯЙСТВА ru. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  13. FS. Azerbaijan and Cuba Chess Federations sign MoU. ციტირების თარიღი: 2020-09-12