აზერბაიჯან-ევროპის კავშირის ურთიერთობები

აზერბაიჯან-ევროპის კავშირის ურთიერთობები მოიცავს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და ევროკავშირმა წლების განმავლობაში შეინარჩუნეს პოზიტიური ურთიერთობა და უფრო მჭიდრო კავშირები მათ შორის 1991 წლიდან დამყარდა.[1] ამჟამად აზერბაიჯანი არის ევროპის მეზობლური პოლიტიკის, აღმოსავლეთის პარტნიორობის და ევროპის საბჭოს ნაწილი. ევროკავშირი არის აზერბაიჯანის ყველაზე დიდი უცხოური საგრანტო დონორი და ინვესტორი, როგორც სამთავრობო სექტორში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაშიც, რაც 1992 წლიდან ევროკავშირის მხრიდან 600 მილიონ ევროზე მეტ დახმარებას ითვალისწინებს.[2]

აზერბაიჯან-ევროპის კავშირის ურთიერთობები
Map indicating locations of European Union and Azerbaijan

ევროკავშირი

აზერბაიჯანი

ეკონომიკური ურთიერთობები

რედაქტირება

ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები რეგულირდება პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით (PCA). ევროკავშირი არის პირველი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის მთლიანი ვაჭრობის 48,6% -ს. ევროკავშირი აზერბაიჯანითვის არის ყველაზე დიდი ექსპორტ-იმპორტის ბაზარი, შესაბამისად 60,7% და 31,8% წილებით. ევროკავშირის ექსპორტმა აზერბაიჯანში, რომელიც 2016 წელს 1,8 მილიარდი ევროდ შეფასდა, ძირითადად, მანქანებისა და სატრანსპორტო აღჭურვილობისგან შედგებოდა, ხოლო ევროკავშირში იმპორტი აზერბაიჯანიდან, 2016 წელს 7,6 მილიარდ ევროდ შეფასდ და, ძირითადად მოიცავდა ნავთობსა და ბუნებრივ აირს (შეადგენდა მთლიანი იმპორტის 98%).[3] ევროკავშირი არის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტორი აზერბაიჯანში. 2013 წელს ქვეყანაში მისი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შეადგენდა 4,7 მილიარდ ევროს.[4] „PCA“ ქმნის ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს კავშირების გაძლიერებას და საქონლისა და მომსახურების ვაჭრობაზე დაფუძნებული წესების პრაქტიკის შემუშავებას. აზერბაიჯანთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციას ასევე მოსდევს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას. აზერბაიჯანი იღებს ევროკავშირისგან ტექნიკურ დახმარებას. ევროკავშირის დახმარება აზერბაიჯანისთვის წლიურად დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.[5] დაფინანსებას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და არასამთავრობო საბიუჯეტო ხაზებისთვის.[6][7]

პოლიტიკური ურთიერთობები

რედაქტირება

ევროკავშირი და აზერბაიჯანი ერთობლივად მუშაობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხელშეკრულების გასაფორმებლად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირ-აზერბაიჯანის პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. 1999 წლის შეთანხმების თანახმად, რომელსაც შემდგომში ძლიერი ურთიერთობები უნდა დაემყარებინა, მიზნად ისახავდა ვაჭრობის, ინსტიციების, ეკონომიკის, კანონმდებლობისა და კულტურის გაღრმავებას, ევროკავშირის და აზერბაიჯანის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში.[8]აზერბაიჯანი ასევე არის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP)[9] , აღმოსავლეთის პარტნიორობის[10] ინიციატივის ნაწილი და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი. [6]

ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ასევე მიმდინარეობს დისკუსიები ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლის განახლების შესახებ.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Azerbaijan and the EU - EEAS - European External Action Service - European Commission en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-17. ციტირების თარიღი: 2018-12-10
  2. About the EU Delegation to Azerbaijan - EEAS - European External Action Service - European Commission en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-20. ციტირების თარიღი: 2018-12-10
  3. EU-Azerbaijan relations - EEAS - European External Action Service - European Commission en. ციტირების თარიღი: 2018-12-10
  4. “European Neighborhood Policy: Azerbaijan.” http://ec.europa.eu/world/enp/partners/enp_azerbaijan_en.htm. 19 March 2007, Accessed 12 November 2008.
  5. European Union and Azerbaijan - The Republic of Azerbaijan Ministry of Economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-11. ციტირების თარიღი: 2018-12-10
  6. 6.0 6.1 6.2 Azerbaijan and the EU en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-15. ციტირების თარიღი: 2018-12-10 Content is copied from this source, which is (c) European Union, 1995-2018. Reuse is authorised, provided the source is acknowledged.
  7. "EU-Azerbaijan relations - EEAS - European External Action Service - European Commission". EEAS - European External Action Service. Retrieved 2018-12-10.
  8. “European Neighborhood Policy: Azerbaijan.” http://ec.europa.eu/world/enp/partners/enp_azerbaijan_en.htm. 19 March 2007, Accessed 12 November 2008.
  9. EEAS - European External Action Service - European Commission en. ციტირების თარიღი: 2018-12-10
  10. EEAS - European External Action Service - European Commission en. ციტირების თარიღი: 2018-12-10