აზერბაიჯან-ბრაზილიის ურთიერთობები
აზერბაიჯან-ბრაზილიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ბრაზილიას შორის.
აზერბაიჯანი |
ბრაზილია |
ისტორია
რედაქტირება1991 წლის დეკემბერში ბრაზილიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. 1993 წლის ოქტომბერში ორივე ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.[1] 1995 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 50-ე გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში, ბრაზილიის პრეზიდენტი ფერნანდუ კარდოზუ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევს შეხვდა. 1997 წელს აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, რასულ გულიევი სოფლის მეურნეობის მანქანების, შაქრისა და ქათმის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საწარმოებლად, კასპიის ზღვაში ნავთობის საერთო სექტორის შესაქმნელად, აზერბაიჯანულ და ბრაზილიურ კომპანიებს შორის ფინანსურ პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბრაზილიას ეწვია.[1]
2009 წლის 22 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრაზილიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. 2012 წლის 10 თებერვალს ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩად ელნურ სულთანოვი დაინიშნა. 2017 წლიდან ბრაზილიაში აზერბაიჯანის ელჩად ელხან პოლუხოვი დაინიშნა.[2]
ოფიციალური შეხვედრები
რედაქტირება6 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი ბრაზილიაში იმყოფებოდა. 2009 წლის მაისში ბაქოში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა, ხოლო 2012 წელს ბრაზილიის დედაქალაქში აზერბაიჯანის საელჩო ამოქმედდა.[1]
2012 წლის 20-22 ივნისს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი გარემოს კონფერენციას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის, იაგუბ ეიუბოვის დელეგაცია დაესწრო.[3]
2013 წლის 1 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმზე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო პატრიოტას შეხვდა.[2] იმავე წლის 22-26 აპრილს აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, აზად რაჰიმოვი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბრაზილიას.[4] 2013 წელს ელმარ მამედიაროვი ბრაზილიას მეორედ ეწვია. 24-27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილეს, არაზ აზიმოვი ბრაზილიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კარლოს პარანიოსთან პოლიტიკური კონსულტაციები გამართა.[5]
2014 წლის 2-3 ოქტომბერს ბაქოში IV საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფორუმზე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰადილ და-როოჩე ვიანა იმყოფებოდა.[6] იმავე წლის 5-7 ნოემბერს აზერბაიჯანს ბრაზილიის სპორტის მინისტრი, ალდო რებელო ოფიციალური ვიზიტით ეწვია.[7]
2017 წლის ნოემბერში ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალოიზიო ნუნესი აზერბაიჯანს ეწვია.[8] 2019 წლის 3-4 მაისს ბრაზილიის ეროვნული პროგრესის დეპუტატთა პალატის წევრი, როდრიგო მაია აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.[9]
პარლამენტთაშორისი ურთიერთობები
რედაქტირება2013 წლის 4 სექტემბერს ბრაზილიის დეპუტატთა პალატაში ბრაზილია-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის პრეზიდენტიც კლაუდიო კახადო დაინიშნა.[10]
2013 წლის 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ბაქოში გამართულ III საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფორუმს ოთხი დეპუტატი, მათ შორის აზერბაიჯან-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტი, კლაუდიო კახადოც ეწვია.[11]
კულტურული კავშირები
რედაქტირება2013 წლის 6-11 აგვისტოს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში, 14-19 აგვისტოს - რიო-დე-ჟანეიროსა და 4-8 სექტემბერს ბრაზილიის ბანკის კულტურის ცენტრში აზერბაიჯანული ფილმების ჩვენება გაიმართა.[12]
2013 წლის 19 ნოემბერს აზერბაიჯან-ბრაზილიის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი აღინიშნა. ბრაზილიის დედაქალაქში გამართულ კონცერტს სახალხო არტისტი მაესტრო იალჩინ ადიგეზალოვიც დაესწრო.[13]
2014 წლის 11 დეკემბერს რიო-დე-ჟანეიროს თეატრში აზერბაიჯანელი დრამატურგის, ილიას ეფენდიევის პიესა დაიდგა.[14][15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Brazilian Ministry of Foreign Affairs: Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-12. ციტირების თარიღი: 2018-03-13
- ↑ 2.0 2.1 Azerbaijan And Its Dynamic Relations With Brazil – OpEd.
- ↑ Report of the United Nations Conference on Sustainable Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-19. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
- ↑ Azerbaijani Minister of Youth and Sports ends Brazil visit.
- ↑ Azerbaijan`s Deputy FM visits Brazil.
- ↑ Calendário de eventos entre 27 de setembro e 05 de outubro de 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-03. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
- ↑ AFFA President meets Brazilian Sports Minister.
- ↑ AFFA President meets Brazilian Sports Minister.
- ↑ Brazilian National Congress rep visits Azerbaijan.
- ↑ Ilham Aliyev received the chairman of the Brazil-Azerbaijan Friendship Group and an authorized representative of the Chamber of Deputies.
- ↑ List of participants 2nd World Forum on Intercultural Dialogue.
- ↑ Mostra de Filmes do Azerbaijão.
- ↑ Azerbaijan, Brazil mark 20th anniversary of diplomatic relations.
- ↑ Funarte homenageia centenário de escritor do Azerbaijão, dia 10, no Rio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-03. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
- ↑ CEREMONY DEDICATED TO ILYAS EFENDIYEV’S MEMORY.