აზერბაიჯანული ხვლიკი

აზერბაიჯანული ხვლიკი[1][2] (ლათ. Darevskia raddei) — შედარებით პატარა ხვლიკი, რომელიც ეკუთვნის „Darevski“-ს გვარს, ან კლდის ხვლიკების გვარს.

აზერბაიჯანული ხვლიკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ხვლიკისნაირნი
ქვერიგი:  ხვლიკები
გვარი:  აზერბაიჯანული ხვლიკი
ლათინური სახელი
Darevskia raddei
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164753

ხვლიკის სხეულის სიგრძე - 76 მმ, ხოლო კუდი ორჯერ გრძელია. მისი თავი შედარებით გაბრტყელებულია. ხვლიკის სხეულის ზედა მხარე ღია ყავისფერი, მუქი კრემისფერი, ქვიშის ან მუქი ყავისფერია, თითქმის შავი ფერის.

აზერბაიჯანული ხვლიკი არის გავრცელებული მცირე კავკასიონის მთებში, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოშიც, მტკვრის სამხრეთით იზოლირებულ არეალში. ეს ხვლიკი გვხდება კავკასიის ფარგლებს გარეთაც, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში და დასავლეთ ირანში.