აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2017)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯანი 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისა მელიკოვისა და სანდრა ბიურმანის სიმღერით „Skeletons“ წარდგა, რომელიც დიანა ჰაჯიევამ შეასრულა, რომელიც აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეარჩია 2017 წლის კონკურსისთვის, რომელიც კიევში, უკრაინაში გაიმართა. ჰაჯიევას, როგორც ქვეყნის წარმომადგენლად შერჩევის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 5 დეკემბერს გახდა ცნობილი, ხოლო შერჩეული სიმღერა 2017 წლის 11 მარტს გამოაცხადეს.

დიანა ჰაჯიევა 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ცერემონიაზე

2017 წლის 9 მაისს გამართულ პირველ ნახევარფინალში აზერბაიჯანმა ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში აზერბაიჯანის შემსრულებელი მერვე ნომრად გამოვიდა და 150 ქულით მერვე ადგილზე გავიდა. 13 მაისს გამართულ ფინალში აზერბაიჯანმა 120 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

მიმოხილვა

რედაქტირება

2017 წლამდე აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ცხრაჯერ გამოვიდა (2008 წლიდან მოყოლებული). აზერბაიჯანმა 2011 წელს მოიგო კონკურსი სიმღერით Running Scared, რომელიც დუეტმა Eldar & Nigar შეასრულა. 2008 წლის დებიუტის შემდეგ 2014 წლამდე აზერბაიჯანის წარმომადგენლები ყოველწლიურად ხვდებოდნენ კონკურსის პირველ ათეულში, მათ შორის, 2009 წელს სიმღერით „Always“, აისელ თეიმურზადემ და არაშმა მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო 2013 წელს სიმღერით „Hold Me“ , ფარიდ მამადოვმა მეორე ადგილი დაიკავა. 2014 წელს აზერბაიჯანის შედეგი ყველაზე ცუდი იყო: დილარა კაზიმოვამ ფინალში სიმღერით „Start a Fire“ 22-ე ადგილი დაიკავა. 2015 წელს აზერბაიჯანი კონკურსზე კვლავ ელნურ ჰუსეინოვმა (იგი ქვეყნის წარმომადგენელი აზერბაიჯანის დებიუტისას, 2008 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც იყო) წარადგინა სიმღერით „Hour of the Wolf“ და მე-12 ადგილი დაიკავა. 2016 წელს სამრა რაჰიმლიმ სიმღერით „Miracle“ მე-17 ადგილი დაიკავა.

ევროვიზიამდე

რედაქტირება

შიდა შერჩევა

რედაქტირება

2016 წლის 23 სექტემბერს აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სავარაუდო მონაწილეობის შესახებ განაცხადა, თუმცა სამომავლო შერჩევის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.[1] 2016 წლის 5 დეკემბერს გამჟღავნდა, რომ კონკურსზე აზერბაიჯანს დიანა ჰაჯიევა წარადგენდა.[2] მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის შესახებ არაფერი თქმულა, ჰაჯიევამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ექსპერიმენტულ სტილს ევროვიზიაზეც შეინარჩუნებდა.[3] კონკურსისთვის შერჩეული სიმღერა „Skeletons“ 2017 წლის 11 მარტს გახდა საჯაროდ ცნობილი.

ევროვიზიაზე

რედაქტირება
 
დიანა ჰაჯიევა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის თანახმად, ყველა სახელმწიფო, გარდა „დიდი ხუთეულისა“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო) და მასპინძელი ქვეყნის გარდა, ფინალში მონაწილეობისთვის ვალდებულია ორიდან ერთ-ერთ ნახევარფინალში იასპარეზოს. ნახევარფინალებში პირველ ათეულებში შესული ქვეყნები ფინალში გამოსვლის უფლებას მოიპოვებენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირი წინა კონკურსების შესაბამისად სახელმწიფოებს ექვს ჯგუფად ანაწილებს.[4] 2017 წლის 31 იანვარს გამართული სპეციალური კენჭისყრის შემდეგ კონკურსის მონაწილე სახელმწიფოები ორიდან ერთ-ერთ ნახევარფინალში განაწილდნენ. აზერბაიჯანი 2017 წლის 9 მაისს გასამრთ პირველ ნახევარფინალში მოხვდა და განრიგით შოუს პირველ ნაწილში უნდა გამოსულიყო.[5]

მას შემდეგ რაც 2017 წლის ყველა მონაწილე სახელმწიფოს სიმღერა გახდა ცნობილი, კონკურსანტთა გამოსვლის თანმიმდევრობა შოუს პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რათა მსგავსი სიმღერები ერთმანეთის გვერდიგვერდ არ აღმოჩენილიყო. აზერბაიჯანს მერვე ნომერი ერგო, ფინეთის შემდეგ და პორტუგალიის წინ.[6]

ნახევარფინალი

რედაქტირება

დიანა ჰაჯიმოვამ ჯგუფთან ერთად რეპეტიციები 30 აპრილსა და 4 მაისს გაიარა, ხოლო სასცენო ტანსაცმლის რეპეტიციები 8 და 9 მაისს. ნახევარფინალის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანი პირველ ათეულში გამოცხადდა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. შემდეგში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა ნახევარფინალში 153 ქულა დაიმსახურა: 63 ქულა სატელევიზიო ხმებით, ხოლო 87 ქულა - ჟიურისგან, რითიც მე-8 ადგილზე გავიდა.

პირველი ნახევარფინალის შემდეგ კვლაფიცირებული ქვეყნების პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ფინალში შემსრულებელთა თანმიმდევრობაც განისაზღვრა, რის შემდეგაც აზერბაიჯანს მე-12 ნომერი ერგო. ფინალი 2017 წლის 13 მაისს გაიმართა. აზერბაიჯანმა 120 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

  1. Light your fire! Azerbaijan confirms for Eurovision 2017 | Eurovision 2017 Predictions, Polls, Odds, Rankings. ციტირების თარიღი: 2017-03-04.
  2. Azerbaijan: Dihaj — a.k.a. Diana Hajiyeva — will sing at Eurovision 2017 | Eurovision 2017 Predictions, Polls, Odds, Rankings (2016-12-05). ციტირების თარიღი: 2017-03-04.
  3. Davies, Megan. Azerbaijan: Diana Hajiyeva discusses Eurovision. ციტირების თარიღი: 2017-03-04.
  4. Jordan, Paul. (25 January 2017) Semi-Final Allocation draw to take place in Kyiv. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 25 January 2017.
  5. Jordan, Paul. Results of the Semi-Final Allocation Draw. European Broadcasting Union (31 January 2017). ციტირების თარიღი: 31 January 2017.
  6. Jordan, Paul. Semi-Final running order for Eurovision 2017 revealed. European Broadcasting Union (31 March 2017). ციტირების თარიღი: 12 April 2017.