აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2014)
აზერბაიჯანი მონაწილეობდა 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კოპენჰაგენში, დანიაში. აზერბაიჯანის წარმომადგენელი შეირჩა Böyük Səhnə-ის მეშვეობით, რომელიც აზერბაიჯანული რადიოსადგურის, İctimai Television-ის მიერ იყო ორგანიზებული. აზერბაიჯანმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგა დილარა კაზიმოვას სიმღერით Start a Fire, რომელიც სტეფან იორნის, იოჰან კრონლუნდმა და ალესანდრა გიუნთჰარდტმა დაწერეს. აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ნახევარ ფინალში კვალიფიკაციის ეტაპი გაიარა და ფინალშიც იასპარეზა. ფინალში აზერბაიჯანმა 33 ქულით 22-ე ქულა დაიკავა.
Böyük Səhnə
რედაქტირებაBöyük Səhnə (დიდი სცენა) იყო აზერბაიჯანული ტალანტ-შოუ, რომლის მეშვეობითაც 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის წარმომადგენელი შეარჩიეს. შოუ თავდაპირველად 2013 წელს ჩატარდა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და უკრაინული კომპანიის, ევრომედიის ორგანიზებით. ქასთინგი Azad Azərbaycan-ის მიერ ჩატარდა, ხოლო მეორე სეზონი 2014 წელს ITV-ზე გადაიცა ევროვიზიისთვის აზერბაიჯანის წარმომადგენლის შესარჩევად. 2013 წლის ტალანტ-შოუს არაერთი მონაწილე, მათ შორის 2013 წლის ევროვიზიის კონკურსის მონაწილე, ფარიდ მამადოვიც, რომელმაც სიმღერის კონკურსზე მე-2 ადგილი დაიკავა.[1]
ფორმატი
რედაქტირებაშოუს ფორმატით, მოსმენის პერიოდი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით 2014 წლის 9 იანვრიდან 16 იანვრამდე იყო. შერჩეულმა კანდიდატებმა 27 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში სუპერქასთინგში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რის შემდეგაც 14 ფინალისტი შეირჩა. 2014 წლის 9, 16 და 23 თებერვალს სამი რაუნდის შემდეგ განისაზღვრა, თუ რომელი კონკურსანტები მიიღებდნენ მონაწილეობას 2014 წლის 2 მარტს ფინალში. ფინალში გამარჯვებული შეირჩა. სუპერქასთინგს ჰუსნი მაჰარამოვა ხელმძღვანელობდა, რომელსაც რაუნდებსა და ფინალში თურალ ასადოვი შეუერთდა.[2]
მოსმენები
რედაქტირებაკონკურსანტთა შესარჩევი ეტაპები მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით 2014 წლის 9 იანვრიდან 16 იანვრამდე ჩატარდა, სადაც 250-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. შესარჩევი ეტაპები სულ 8 ქალაქში ჩატარდა: სუმგაითსა და განჯაში (9 იანვარი), ლენქორანსა და ევლახში (10 იანვარი), შირვანსა და შაქში (11 იანვარი), ყუბაში (12 იანვარი), 13, 15 და 16 იანვარს კი ბაქოში.[3]
სუპერქასთინგი
რედაქტირებასუპერქასთინგი შედგეობა 5 შოუსგან, რომლებიც 2014 წლის 27-31 იანვარს გადაიცა, რომლებსაც ჰუსნი მაჰარამოვა მასპინძლობდა. კონკურსანტებს ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. ჟიურის ყოველი წევრი კონკურსანტებს 1-დან 10 ქულამდე აფასებდნენ. კონკურსანტებს შემდგომ ტურებში მონაწილეობის მისაღებად სულ მცირე 40 ქულის მიღება სჭირდებოდათ. ჟიურის წევრები იყვნენ: გულჩოჰრა შაფიევა (კინორეჟისორი), სევდა ალეკბარზადე (მომღერალი), ილჰამა გასიმოვა (მომღერალი), ტუნზალა გაჰრამანი (მომღერალი) და სალეჰ ბაგიროვი (ტელეწამყვანი). ხუთი შოუს შემდეგ შეჯიბრის შემდეგ ეტაპზე 14 კონკურსანტი გადავიდა: ვეივი (ბაქო), ვალერია ჰუსეინზადე (ბაქო), სამირა ეფენდიევა (ბაქო), ლალა სულთანი (ბაქო), ხანა ჰასანოვა (ბაქო), ხულია იბადოვა (ბაქო), ფუად ასადოვი (ბაქო), ერქინ ოსმანლი (ბაქო), ელტონ იბრაჰიმოვი (ბაქო), დილარა კაზიმოვა (ბაქო), აზად შაბანოვი (ბაქო), აიდინ ეივაზადე (ბაქო), აიშაბეიმ ნაღიევა (განჯა), საფა ელდარი (სუმგაითი).[4]
პირველი ტური
რედაქტირებაპირველი ტური 2014 წლის 9 თებერვალს გაიმართა ბაქოში. 14-მა მონაწილემ სხვადასხვა სიმღერის ქავერები შეასრულა, რომლებიც ჟიურის ხუთმა წევრმა შეაფასა 1-დან 10 ქულამდე. ჟიურის შემადგენლობაში შედიდონენ: ელდარ გასიმოვი (მომღერალი, 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული), მურად არიფი (ტელეწამყვანი), ტუნზალა აღაიევა (კომპოზიტორი და მომღერალი), მუბარიზ თაღიევი (აზერბაიჯანელი მომღერალი), ზუმრუზ დადაშზადე (ბაქოს მუსიკის აკადემიის პროფესორი). კონკურსანტებს შემდეგ რაუნდში გადასასვლელად 45 ქულა და მეტი სჭირდობდათ. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსი ოთხმა მონაწილემ დატოვა.[5]
მეორე ტური
რედაქტირებაკონკურსის მეორე ტური 2014 წლის 16 თებერვალს ბაქოში გაიმართა. ათმა კანდიდატმა სხვადასხვა კომპოზიციის ქავერები შეასრულა, რომლებიც ჟიურის ხუთმა წევრმა 1-დან 10-მდე ქულით შეაფასა. ჟიურიში შედიოდნენ: საბინა ბაბაიევა (მომღერალი, 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე), ფაიქ სუკედინოვი (მომღერალი), ტუნზალა აღაიევა (კომპოზიტორი და მომღერალი), ზუმრუზ დადაშზადე (ბაქოს მუსიკის აკადემიის პროფესორი) და ელდარ გასიმოვი (ევროვიზიის სიმღერის კონკურსის (2011) გამარჯვებული). ის კონკურსანტები, რომლებმაც 45 ქულაზე მეტი დაიმსახურეს, შემდეგ ტურში გადავიდნენ. მეორე ტურში კონკურსი კიდევ ოთხმა მონაწილემ დატოვა.[6]
მესამე ტური
რედაქტირებაკონკურსის მესამე ტური 2014 წლის 23 თებრვალს გაიმართა ბაქოში. ექვსმა მონაწილემ სხვადასხვა სიმღერის ქავერი შასრულა. შესრულებები ჟიურის ხუთმა წევრმა 1-დან 10-მდე ქულით შეაფასა. ჟიურიში შედიოდნენ: ტუნზალა გაჰრამანი (მომღერალი), ზაჰრა ბადალბეილი (მუსიკოსი), დიმიტრის კონტოპულოსი (კომპოზიტორი), მურად დადაშოვი (პროდიუსერი) და ფუად ალიევი. ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსი სამმა მონაწილემ დატოვა.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jiandani, Sanjay. (26 December 2013) Azerbaijan: Boyuk Sehne will deliberate Eurovision representative. esctoday.com. ციტირების თარიღი: 26 December 2013.
- ↑ Omelyanchuk, Olena. (9 February 2014) 14 semi-finalists in the Böyük Səhnə Show. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 9 February 2014.
- ↑ Jiandani, Sanjay. (26 December 2013) Azerbaijan: Boyuk Sehne auditions kick off in January. esctoday.com. ციტირების თარიღი: 26 December 2013.
- ↑ Eurovision 2014 - Azerbaijan / Азербайджан. ESCKaz (25 January 2014). ციტირების თარიღი: 25 January 2014.
- ↑ Omelyanchuk, Olena. (9 February 2014) Azerbaijan: Results of the first heat. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 9 February 2014.
- ↑ Brey, Marco. (16 February 2014) Who qualified in the second heat in Azerbaijan?. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 16 February 2014.
- ↑ Omelyanchuk, Olena. (23 February 2014) Azerbaijan: Three tickets to the final. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 23 February 2014.