აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2010)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯანი 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 17 წლის საფურა ალიზადემ წარადგინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღია ქასთინგის მეშვეობით შეირჩა. აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიმღერა „Drip Drop“ 18 მარტს შეარჩია. ფინალი 2010 წლის 2 მარტს გაიმართა და აზერბაიჯანმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

საფურა ალიზადე

ევროვიზიამდე

რედაქტირება

ცეცხლის მიწა 2010

რედაქტირება
 
საფურა ალიზადე ოსლოში

2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დასრულებიდან მალევე აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა შემდეგ წელს გასამართ კონკურსზეც მიიღებდა მონაწილეობას. 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის აზერბაიჯანის წარმომადგენლისა და სიმღერის შესრჩევად ორი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა. შერჩევის პირველი ეტაპი განკუთვნილი იყო კონკურსით დაინტერესებული შემსრულებლებისთვის. მონაწილეობის მიღების მსურველ შემსრულებლებს შერჩევის პროცედურისთვის იმ კომპოზიციების კარაოკე ვერსია უნდა გაეგზავნათ, რომლის შესრულებასაც აპირებდნენ. კონკურსის მონაწილეების შერჩევისას გარდა სიმღერისა, შემსრულებელთა ცეკვის, სამსახიობო და უცხო ენების შესაძლებლობებიც გაითვალისწინეს. შემსრულებლებს ნებისმიერი კომპოზიტორისა და ნებისმიერ ენაზე შესრულებული კომპოზიციის შესრულების უფლება ჰქონდათ.[1]

2009 წლის 8 ივლისისთვის 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აზერბაიჯანის წარმოდგენის სურვილი 20-მდე კანდიდატმა გამოთქვა.[2] მათ შორის იყო მუსიკალურ ტალანტ-შოუს Yeni Ulduz-ის ბოლო სეზონის გამარჯვებული, საფურა ალიზადეც და სხვა მუსიკალური შეჯიბრებების ახალგაზრდა მონაწილეები: აზად შაბანოვი, ჩინგიზ მუსტაფაევი და ჰუსეინ აბდულაევი.[3][4][5]

საბოლოოდ 30 კანდიდატიდან აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ექვსი მონაწილე შეარჩია.[6][7][8] ნახევარფინალი 2010 წლის 2 თებერვალს გაიმართა ბაქოში. სამმა მონაწილემ ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალისტებმა 3-3 კომპოზიცია შეასრულეს და გამარჯვებულიც ჟიურიმ აარჩია.[9][10] აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეჯიბრისთვის შერჩეული 6 სიმღერა 2010 წლის 30 იანვარს გამოაცხადა. ექვსივე სიმღერა ინგლისურ ენაზე იყო.[11][12]

ნახევარფინალი

რედაქტირება
 
საფურა ალიზადე 2010 წელს

ნახევარფინალი 2010 წლის 2 თებერვალს ბაქოში ჩატარდა, სადაც ექვსმა შერჩეულმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ასპარეზობის უფლება სამმა კონკურსანტმა: მარიამ შაბანოვამ, საფურა ალიზადემ და Milk & Kisses-მ მოიპოვა. კონკურსანტებს ნახევარფინალში შესრულებული კომპოზიციები ფინალისთვის უნდა ჩაენაცვლებინათ.[13][14]

კონკურსი წინა წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აზერბაიჯანის წარმომადგენლის, აისელ თეიმურზადეს გამოსვლით დაიწყო, რომელმაც არაშთან ერთად 2009 წლის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ 2004 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულმა რუსლანამ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა: „Dance with the Wolves“, „The Girl That Rules“, „The Same Star“ და ევროვიზიაზე გამარჯვბეული სიმღერა „Wild Dances“. მონაწილეთა წარმოდგენების შემდეგ 2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულმა ალექსანდრ რიბაკმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა, მათ შორის „Can't Take My Eyes off You"-ის ქავერ ვერსია და ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერის „Fairytale“ რუსულ-ინგლისურენოვანი ვერსიაც.[15][13]

ფინალი ბაქოში 2010 წლის 2 მარტს გაიმართა. 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე და წინა წლის აზერბაიჯანის წარმომადგენელი აისელ თეიმურზადე ფინალის სპეციალური სტუმრები იყვნენ. სოფო ნიჟარაძემ აზერბაიჯანის პუბლიკისთვის სიმღერა „Shine“ შეასრულა.[16] სამმა ფინალისტმა 3-3 სიმღერა შეასრულა, რომელიც შვიდი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აზერბაიჯანის წარმომადგენლად საფურა ალიზადე შეირჩა.[17] 2010 წლის 18 მარტისთვის აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ საკონკურსო სიმღერად სტეფან იორნისა და სანრა ბიურმანის სიმღერა „Drip Drop“ შეარჩია.[18]

იხილეთ ასევე

რედაქტირება

აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Floras, Stella. (1 June 2009) Azerbaijan calls for songs and artists. ESCToday. ციტირების თარიღი: 2 August 2009.
  2. Vugarly, Vugar. (8 July 2009) Around 20 artists have expressed their desire to represent Azerbaijan in Eurovision-2010 Russian. Day.az. ციტირების თარიღი: 6 January 2010.
  3. Kerimov, O.. (13 July 2009) Today, candidates for the "Eurovision 2010" from Azerbaijan were first audition Russian. Day.az. ციტირების თარიღი: 6 January 2010.
  4. Vugarly, Vugar. (13 July 2009) Winner of the musical contest "Yeni Ulduz" applied for selection in the "Eurovision 2010" from Azerbaijan Russian. Day.az. ციტირების თარიღი: 6 January 2010.
  5. Group from Sumqayit applies for participation in "Eurovision 2010 Russian. Day.az (7 August 2009). ციტირების თარიღი: 6 January 2010.
  6. Hondal, Victor. (6 January 2010) Azerbaijan holds semifinal on February 2nd. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2010. ციტირების თარიღი: 6 January 2010.
  7. Siim, Jarmo. (6 January 2010) Azerbaijan details Eurovision selection plans. European Broadcasting Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2010. ციტირების თარიღი: 6 January 2010.
  8. Named performers who could provide Azerbaijan in Eurovision 2010 Russian (6 January 2010). ციტირების თარიღი: 6 January 2010.
  9. Hondal, Victor. (16 January 2010) Three candidates to qualify for Azerbaijani final. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 January 2010. ციტირების თარიღი: 16 January 2010.
  10. Siim, Jarmo. (18 January 2010) Azerbaijan reveals more details on selection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2010. ციტირების თარიღი: 18 January 2010.
  11. Hondal, Victor. (30 January 2010) Azerbaijan song titles revealed. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2010. ციტირების თარიღი: 30 January 2010.
  12. Songs and performance of 6 Azerbaijani candidates at semifinal of national selection tour for Eurovision ready. APA (30 January 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2010. ციტირების თარიღი: 30 January 2010.
  13. 13.0 13.1 Siim, Jarmo. (2 February 2010) Three turn up the heat in Azerbaijan. European Broadcasting Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2010. ციტირების თარიღი: 2 February 2010.
  14. Klier, Marcus. (2 February 2010) Three acts qualified in Azerbaijan. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2010. ციტირების თარიღი: 2 February 2010.
  15. Klier, Marcus. (2 February 2010) Live: Semi final in Azerbaijan. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2010. ციტირების თარიღი: 2 February 2010.
  16. Brey, Marco. (27 February 2010) Sofia Nizharadze to sing "Shine" in Oslo!. European Broadcasting Union. ციტირების თარიღი: 27 February 2010.
  17. Klier, Marcus. (2 February 2010) Live: National final in Azerbaijan. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2010. ციტირების თარიღი: 2 March 2010.
  18. Davies, Russell. (4 March 2010) Azerbaijan: Safura waits to get her Eurovision song. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2010. ციტირების თარიღი: 4 March 2010.