აზერბაიჯანი და გაერთიანებული ერები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია 1992 წლის 2 მარტიდან, მას შემდეგ რაც გაეროს გენერალური ასამბლეის 46-ე სესიაზე აზერბაიჯანი დაუშვეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივი მისია ნიუ-იორკში გაიხსნა 1992 წლის მაისში. 1991 წლის 29 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანმა გაეროს გენერალური ასამბლეის წევრობაზე შეიტანა განაცხადი. 2012-2013 წლებში აზერბაიჯანი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად აირჩიეს. ახალგაზრდა ქვეყნის ხმათა უმრავლესობით არჩევა (155 სახელმწიფოს ხმა) აზერბაიჯანის საერთაშორისო აღიარებასა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მზარდ როლზე მიუთითებს. აზერბაიჯანისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ურთიერთანამშრომლობა ღრმავდება გაეროს სააგენტოების: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სასურსათო საბჭო და სხვ. ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა
ფაილი:Mehriban Aliyeva02 (cropped).jpg
იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, მეჰრიბან ალიევა

გაერთიანებულიე ერების ორგანიზაციის პირველი ოფისი აზერბაიჯანში 1992 წლის ნოემბერში, Respublica Hotel-ში გაიხსნა. ოფისში გაერთიანებული ერების სამდივნო და გაეროს განვითარების პროგრამის, ასევე ეროვნული პერსონალი მუშაობდა. 1993 წლის დასასრულს ისინი გაერთიანებული ერების ამჟამინდელ ოფისში გადაიყვანეს. მცირე ხნის შემდეგ იმავე ადგილას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისები გაიხსნა.

2017 წლამდე აზერბაიჯანში გაეროს სხვა სააგენტოების ოფისებიც გაიხსნა, მათ შორის ჰუმანიტარულ საქმეთა დეპარტამენტის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის.[1]

გაეროს ბავშვთა ფონდმა აზერბაიჯანის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის 1994-1996 წლებში 9.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, 1997 წელს - 2.2, ხოლო 1998 და 1999 წელს 2-2 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. აზერბაიჯანსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშროლობის ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში 2000-2004 წლებში განხორციელდა შემდეგი პროექტები: „ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება და უკეთესი მშობლების ინიციატივა“, „აქტიური სწავლება და სკოლა“, „განათლება ბავშვთა უფლებების განვითარებისა და კონვენციისთვის“, „განათლებაში ინფორმაციისა და ანალიზის გაუმჯობესება“, „მოზარდთა ჯანდაცვის განვითარება“, „მშობელ-მასწავლებელთა ასოციაციის შექმნა“ და სხვ.[2]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუციები: 822,[3] 853,[4] 874,[5] 884.[6]

ამჟამინდელი სიტუაცია

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

დღეისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივი ურთიერთობებია დამყარებული. აზერბაიჯანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას შეუერთდა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის წევრიცაა. ქვეყანა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარებისა და სხვა მიზნით. დღეისთვის გაერთიანებული ორგანიზაციის სააგენტოებს აზერბაიჯანში 50-მდე პროექტი აქვთ განხორციელებული, რომელთა ღირებულებაც 96.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. [7] გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აზერბაიჯანში სამ ეროვნულ პროექტს ახორციელებს. ამ პროექტთაგან ერთ-ერთი 400 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა და ვირუსებისგან თავისუფალი კარტოფილის თესლის კულტივირებაზეა ორიენტირებული. სხვა პროექტებს შორისაა 350 000 და 200 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა ორგანზიაციების შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გაერთიანებული ერებისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ჩარჩო-კონვენცია მიზნად ისახავას ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და განვითარებას, ინსტიტუციური მოცულობის ზრდასა და გარემოს დაცვას.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Azerbaijan MUN Country Profile - IMUNA. ციტირების თარიღი: 1 September 2017.
  2. Economic relations between Azerbaijan and the United Nations. ციტირების თარიღი: 1 September 2017.
  3. Internship. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 1 September 2017.
  1. History of the UN and Azerbaijan partnership – United Nations Azerbaijan en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-24. ციტირების თარიღი: 2020-10-06.
  2. Azerbaijan. ციტირების თარიღი: 1 September 2017.
  3. Team. Resolution 822. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-29. ციტირების თარიღი: 2018-03-18
  4. Resolution 874. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-15. ციტირების თარიღი: 2018-03-18
  5. Resolution 874. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-15. ციტირების თარიღი: 2018-03-18
  6. Resolution 884. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-15. ციტირების თარიღი: 2018-03-18
  7. United Nations Documents Index: No.4 January-March 2004. United Nations Publications (1 July 2005). ციტირების თარიღი: 1 September 2017.[მკვდარი ბმული]
  8. INTRODUCTION - 2002 COUNTRY PROFILES SERIES : Azerbaijan (PDF). ციტირების თარიღი: 1 September 2017.