აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება

აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება (აზერ. Azərbaycan Qızıl Aypara Cəmiyyəti) — უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია აზერბაიჯანში და არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ბაქოში.

აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება
აზერ. Azərbaycan Qızıl Aypara Cəmiyyəti
შეიქმნა 10 მარტი,1920
ტიპი არაკომერციული ორგანიზაცია
შტაბ-ბინა ბაქო
მდებარეობა ბაქო
დამფუძნებელი (-ები) ალი-აღა შიხლინსკი და ფათალი ხან ხოისკი
ქვეყანა აზერბაიჯანი
თავმჯდომარე Novruzəli Aslanov
კავშირები International Federation of Red Cross and Red Crescent Societies
http://www.redcrescent.az/

აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას და სოციალურ მომსახურებას. იგი რეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობით. მოძრაობა მთავარი მიზანია მოსახლეობის მოწყვლადი ფენების მომსახურება.

ორგანიზაცია დაარსდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს 1920 წლის 10 მარტს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ალი-აღა შიხლინსკის და საგარეო საქმეთა მინისტრის ფათალი ხან ხოისკის ინიციატივით. იმავე წლის 28 აპრილს საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ფუნქციონირებდა, როგორც რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების აზერბაიჯანული ფილიალი. 1922 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებით აღდგა აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება. იგი ფუნქციონირებდა როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საბჭოთა კავშირის ნაწილი.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორგანიზაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • http://www.redcrescent.az/- აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი