აზერბაიჯანის საფოსტო მარკებისა და ფოსტის ისტორია
აზერბაიჯანის საფოსტო მარკები და საფოსტო ისტორია აღწერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საფოსტო მარკების ისტორიასა და საფოსტო სისტემას, რომელშიც ასახულია 1806 წელს რუსეთის იმპერიაში მისი შეყვანიდან, მცირე ხნით დამოუკიდებლობის პერიოდის (1918-1920), 1920 წლიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისა და 1991 წლის შემდეგ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პოლიტიკური ისტორია.
რუსეთის იმპერია
რედაქტირებათანამედროვე საფოსტო მომსახურება აზერბაიჯანში XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც აზერბაიჯანი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.[1] პირველი საფოსტო ოფისი ელიზავეტპოლში (ამჟამინდელი განჯა) 1918 წელს გაიხსნა. 1826 წელს ბაქოში წერილების გადაგზავნის სერვისი ჩამოყალიბდა, რის შემდეგაც 1828 წელს ნახიჩევანშიც გაიხსნა ოფისი. საფოსტო ოფისები გაიხსნა ყუბაში, შუშაში, შემახაში, ლენქორანში, შაქში და სალიანში.[1] რუსეთის იმპერიის საფოსტო ნიშნები და საფოსტო მარკები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იბეჭდებოდა 1858 წლიდან. ადრეული საფოსტო ნიშნები სხვადასხვა მოყვანილობის წერტილებისგან შედგებოდა. მალევე გამოიცა ქალაქების დასახელებიანი საფოსტო ნიშნები.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
რედაქტირებააზერბაიჯანის პირველი საფოსტო მარკები 1919 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოიცა. ამ პერიოდის მარკებში ორი ტიპი აშკარად გამოირჩევა: 1919 წელს გამოშვებული თეთრ ფურცელზე დაბეჭდილი მარკები თეთრი ფხრიწით და 1920 წელს გამოშვებული ყვითელ ქაღალდზე დაბეჭდილი მარკები ყვითელი ფხრიწით ან მის გარეშე. [2]
აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
რედაქტირება1920 წლის 27 აპრილს საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, ბაქო დაიკავა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში პირველი საფოსტო მარკები 1921 წელს გამოუშვეს და 15 მარკის ნაკრებისგან შედგებოდა, რომლებზეც ადგილობრივი და პოლიტიკური ხედები იყო გამოსახული, მათ შორის ნავთობჭაბურღილები და მეჩეთები. ასს რესპუბლიკაში პერიოდულად იბეჭდებოდა მარკები, რომლებიც სსრ კავშირის სხვადასხვა ნაწილს ეძღვნებოდა. მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ცენტრალური მთავრობის თანხმობით 60-მდე მარკა გამოუშვეს, რომლებზეც აზერბაიჯანული ნაციონალისტური და ეთნიკური თემები იყო აღბეჭდილი, მათ შორის: მოწინავე ფიგურები, შენობები, ფლორა, ფაუნა და აზერბაიჯანთან დაკავშირებული სხვა თემები.[3]
ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
რედაქტირება1922 წლის 12 მარტს აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ამერიკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს. აზერბაიჯანული საფოსტო მარკები თავდაპირველად აზერბაიჯანული ვალუტის შესაბამისად იბეჭდებოდა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიური რუბლის შესაბამისად. გადაჭარბებული რაოდენობით დაბეჭდილი საბჭოთა მარკები 1923 წელს გამოვიდა. იმავე წლის 1 ოქტომბრიდან აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საფოსტო მარკები მთლიანად შეცვალა ამიერკავკასის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მარკებმა, რომლებიც 1936 წლამდე, ასსფრ-ის დაშლამდე გამოიყენებოდა. 1936 წლიდან 1991 წლამდე აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ქვეყნის მასშტაბით საბჭოური მარკები იყო მიმოქცევაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
რედაქტირება1991 წლის 18 აგვისტოს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ეწოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი საფოსტო მარკები 1992 წლის 26 მარტს დაიბეჭდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მიეძღვნა. აზერაიჯანის ნაციონალური საფოსტო სერვისი აზერბაიჯანის ფოსტა 1992 წელს დაარსდა, რომლის რესტრუქტურიზებაც 1999 წელს მოხდა და ეროვნული საფოსტო ოპერატორი 2004 წელს გახდა. ეროვნული საფოსტო მარკების კომპანია Azermarka 1992 წელსვე დაფუძნდა. იგი აზერბაიჯანული სფოსტო მარკების გამოშვებასა და გაყიდვაზეა პასუხისმგებელი. 1993 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანი მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი გახდა.
წყაროები
რედაქტირება- Stanley Gibbons Ltd: various catalogues
- Dobin, Manfred (1993). Postmarks of Russian Empire (Pre adhesive period). Standard Kollektion. ISBN 978-5-85-387022-2.
- (1991) World History Stamp Atlas, reprint, Black Cat. ISBN 0-7481-0309-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Azerbaijan - Postage Stamp Issues. დაარქივებული 2007-06-11 საიტზე Wayback Machine. Universal Postal Union
- Azərmarkaდაარქივებული 2018-09-08 საიტზე Wayback Machine. National stamp company of Azerbaijan
- Azərpost National postal service of Azerbaijan
- Stamp Issuing Entities Of The World Linn's Stamp News
- Stamps of the World (SOTW) - Catalogue for Azerbaijan
- Encyclopaedia of Postal History
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Mail - History and development. Ministry of Communications and Information Technologies of the Republic of Azerbaijan.
- ↑ ISBN 0-85259-652-9
- ↑ L. N. and M. Williams, Cinderella Stamps, London, Heinemann, 1970, p. 81. ISBN 0-4348-6640-7