აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა

აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა — ქვეყნის დამოუკიდებელი დარგი საფინანსო ურთიერთობების სფეროში. იგი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. საფინანსო პოლიტიკა ხორციელდება საფინანსო სისტემის საშუალებით. მისი მთავარი მიზანია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ფინანსურ ურთიერთობებსა და ფინანსურ პოტენციალს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არის ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსურ პოლიტიკას და ატარებს საჯარო ფინანსების მართვას[1].

საბანკო სისტემა

რედაქტირება

აზერბაიჯანში მოქმედებს განვითარებული, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული საბანკო სისტემა. ქვეყანაში მოქმედებს 45 ბანკი და 530 საბანკო ფილიალი.

ცენტრალური ბანკი

რედაქტირება

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში 1919 წლის 16 სექტემბერს მიიღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის დადგენილება. იმავე წლის 30 სექტემბერს ბანკმა დაიწყო თავისი საქმიანობა. 1923 წელს სსრკ-ს ბანკის დაფუძნების შემდეგ გაიხსნა ბაქოს განყოფილება და უკვე მთლიანი სისტემა ცენტრალური დეპარტამენტიდან იმართებოდა. 1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. დაარსდა საბანკო სისტემის ჩამოყალიბებისთვის სამართლებრივი საფუძველი. ამან განაპირობა აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის აღდგენის საშუალება[2]. 1992 წლის 11 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ეროვნული ბანკის დაფუძნების შესახებ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის ინსტიტუტების, ინდუსტრიული სამშენებლო ბანკისა და აგროპრომბანკის ბაზაზე. 2009 წელს ბანკს ეწოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი[3].

საფინანსო პოლიტიკა

რედაქტირება

საბიუჯეტო პოლიტიკა

რედაქტირება

აზერბაიჯანის საბიუჯეტო პოლიტიკა განისაზღვრება აზერბაიჯანის კონსტიტუციის, საბიუჯეტო კოდექსის მიერ, რომლებიც აწესებენ ბიუჯეტის პროცესში ინდივიდუალური ორგანოების ფუნქციებსა და კანონმდებლობას. საბიუჯეტო პოლიტიკამ უნდა გადაწყვიტოს ძირითადი ამოცანები, ესენია[4]:

  • სხვადასხვა ფინანსური წყაროების ფორმირების პირობების გარანტირება
  • ფინანსური რესურსების შესაბამისი განაწილებისა და გამოყენების განსაზღვრა
  • ხარჯების განსაზღვრა
  • ფინანსური მეთოდებით ეკონომიკური და სოციალური პროცესების ჩამოყალიბება, რეგულირება და ხელშეწყობა
  • ფედერალური ბიუჯეტის წილის განსაზღვრა კონსოლიდირებული ბიუჯეტის მთლიანი თანხიდან
  • სახელმწიფო ვალის მართვის ამოცანების განსაზღვრა
  • ბიუჯეტის დეფიციტისა და პროფიციტის განსაზღვრა
  • ფინანსური მექანიზმის ჩამოყალიბება და მისი განვითარება ცვალებადი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემას ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტები[5].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის მიზანია ეკონომიკური, სოციალური და სხვა სტრატეგიული პროგრამებისა და პრობლემების გადაწყვეტა კანონმდებლობის ფარგლებში. სახელმწიფო ბიუჯეტის სისტემა შედგება ცენტრალიზებული შემოსავლისა და ხარჯებისგან, ასევე ადგილობრივი შემოსავლებისგანაც.

ადგილობრივი ბიუჯეტი საფინანსო რესურსებია, რომელიც ყალიბდება და გამოიყენება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების შესაბამისად თვითმმართველობის პრინციპების რეალიზაციისთვის და ასევე მუნიციპალიტეტების მიერ კონსტიტუციის ფარგლებში დადგენილი უფლებამოსილებების შესასრულებლად[6].

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებითაა განსაზღვრული. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ფორმირდება სახელმწიფო გადასახადების ხარჯზე, ასევე სხვა გადასახადების ხარჯზე. ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრები გამოიყენება ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსებით[7].

საგადასახადო პოლიტიკა

რედაქტირება

საგადასახადო პოლიტიკის მთავარი მიზანი ბიუჯეტის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფაა. საგადასახადო პოლიტიკა ქმნის საგადასახადო სისტემას, რომელიც განსაზღვრავს გადასახადების შემადგენლობას, საგადასახადო განაკვეთების რაოდენობას, სარგებელსა და სანქციებს. საგადასახადო პოლიტიკა წყვეტს ფინანსურ ამოცანებს, რომელიც მოიცავს ფინანსების მობილიზებას ყველა დონეზე, ეკონომიკურ ან მარეგულირებელ ბიუჯეტებში; ეკონომიკის სფეროების განვითარებაში[8].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგადასახადო სისტემაში გადასახადები იყოფა ადგილობრივი გადასახადებზე (მუნიციპალური გადასახადები), სახელმწიფო გადასახადებსა და  ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გადასახადებზე[7].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა, რომელიც შედგება გადასახადებისა სამინისტროსგან და ტერიტორიული საგადასახადო ორგანოებისგან, რომელიც უშუალოდ სამინისტროს ემორჩილება. გადასახადების სამინისტრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ნაწილია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის დაქვემდებარებაშია[9].

საბაჟო პოლიტიკა

რედაქტირება

სახელმწიფო ეკონომიკის გავლენის ფორმებისა და საგადასახადო პოლიტიკის კონკრეტული სფერო, რაც დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური კოორდინაციის გარკვეულ მიზნებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს საბაჟო პოლიტიკის გარკვეული ფუნქციების შიდა ბაზრისა და მომსახურების იმპორტის შეზღუდვის ან გაზრდის მიზნებში, აგრეთვე საქონლისა და მომსახურების ექსპორტის შეზღუდვას სახელმწიფოს მხრიდან.

საინვესტიციო პოლიტიკა

რედაქტირება

სანვესტიციო პოლიტიკას ქვეყანაში არეგულირებს ორი კანონი: „აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ“, რომელიც მიიღეს 1992 წლის 15 იანვარს და „აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი საინვესტიციო საქმიანობაზე“, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წლის 13 იანვარს[10].

საინვესტიციო პოლიტიკის მიზანია:

  • პირადი საკუთრების დაცვა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესება;
  • ყველა ინვესტორისთვის უფრო ხელსაყრელი კონკურენციის გარემოს შექმნა საკუთრების ფორმის მიუხედავად;
  • სტაბილური ნორმატიული სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს როლის გაზრდა;
  • საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელი და სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • თანამედროვე ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილის გაზრდა[11].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობა ატარებს „ღია ფანჯრის“ პოლიტიკას[12].

2003 წელს აზერბაიჯანში ინვესტიციების პოტენციალის გაზრდის მიზნით შეიქმნა აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდი (AZPROMO). იგი ეხმარება უცხო ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, ადგილობრივი ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლასა და უადვილებს მათ ქვეყანაში ჩამოსვლას[13].

სავალუტო პოლიტიკა

რედაქტირება

ცენტრალური ბანკის მიერ დაფინანსებული მონეტარული პოლიტიკის ორიენტაცია და ფორმა დამოკიდებულია აზერბაიჯანის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობასა და მის ადგილზე მსოფლიო ბაზარზე[14]. ცენტრალური ბანკი ჩვეულებრივ იყენებს მონეტარული პოლიტიკის ორი ძირითად ფორმას: საბუღალტრო და საკურსო.

2007 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის ფულადი რეზერვების მოცულობა ორჯერ გაიზარდა[15]. 2009 წლის დასაწყისში მეზობელი ქვეყნების ვალუტის გაუფასურების პროცესი გავლენას ახდენდა აზერბაიჯანის სავალუტო ბაზარზე. ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური მდგრადობა აირჩია, როგორც მთავარი ამოცანა და განხორციელებული ფულადი ჩარევა 1 მილიარდი დოლარის ოდენობით საბოლოო ჯამში ფულის ბაზრის სრულყოფილ სტაბილიზაციამდე მიიყვანა. 2011 წლის პირველი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საკურსო პოლიტიკა განახორციელა ფულის ბაზარზე მიწოდების არხების განვითარების პირობებში.

2011 წლის განმავლობაში ინფლაციისა და დეფლაციის შედეგებზე კომპენსაციის მოცულობამ გადააჭარბა 4 მილიარდ დოლარს. სტერილიზაციის ღონისძიებების შედეგად, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი 1.5% -ით გაიზარდა. აზერბაიჯანში მანათის სტაბილურობა პოზიტიურ გავლენას ახდენს ფინანსური სტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ სექტორებზე.

2012 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მანათის მაჩვენებელი გამყარდა უკრაინის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტების კურსებთან.

ბაქოს საფონდო ბირჟა

რედაქტირება

1999 წლის 25 დეკემბერს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ბირჟის დაარსებისთვის. იგი დაარსდა 2000 წლის 15 თებერვალს. ბირჟა წარმოადგენს დახურულ სააქციო საზოგადოებას. ბაქოს საფონდო ბირჟის დამფუძნებლები იყო აზერბაიჯანის 16 უმსხვილესი ბანკი, ორი საფინანსო კომპანია და სტამბოლის საფონდო ბირჟა. ბირჟაზე პირველი ვაჭრობა განხორციელდა 2000 წლის 1-ლ სექტემბერს. 2002 წელს დაიწყო პროექტი ბაქოს საფონდო ბირჟის ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით.

ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის პალატა

რედაქტირება

2016 წლის დასაწყისში ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატის შექმნის თაობაზე. ამან უზრუნველყო ქვეყნის ფინანსური ბაზრის ერთიანი რეგულირება. პალატა შეიქმნა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, რათა გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტურობა. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პალატა რეგულირდება მმართველობის კოლეგიური პრინციპების შესაბამისად და ეფუძნება საოპერაციო და ფინანსური დამოუკიდებლობის პრინციპებს.

ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის პალატას აქვს ორმხრივი მართვის სტრუქტურა. უმაღლესი მმართველი ორგანო - დირექტორთა საბჭო იქმნება სახელმწიფოს მეთაურის, ხოლო საოპერაციო მართვა ხორციელდება საბჭოს მიერ. დირექტორთა საბჭო განსაზღვრავს პალატის ყველა სტრატეგიულ ასპექტს, ორგანიზაციულ სტრუქტურას, შიდა პროცედურებსა და წესებს, რეგლამენტის მიღებას. დირექტორთა საბჭო ასევე განსაზღვრავს დაფინანსების პრინციპებსა და ბიუჯეტს[16].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Министерство финансов Азербайджанской Республики[მკვდარი ბმული]
  2. История банка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-03. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
  3. Центральный Банк Азербайджана: главная мотивация – стимулирование экономики Азербайджана
  4. Финансовая политика государства
  5. Законодательство Азербайджанской Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
  6. Местный бюджет
  7. 7.0 7.1 Налоговая система Азербайджана
  8. Финансовая политика государства и ее типы[მკვდარი ბმული]
  9. Государственные и местные налоги в Азербайджане
  10. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ
  11. Dövlət investisiya siyasəti დაარქივებული 2016-07-31 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  12. СОДРУЖЕСТВО  НЕЗАВИСИМЫХ  ГОСУДАРСТВ
  13. Фонд Поощрения Экспорта и Инвестиций в Азербайджане. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-09. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
  14. Валютная политика
  15. Денежно-кредитная политика Азербайджана в период современного кризиса.
  16. Азербайджан вводит единое регулирование финансовыми рынками -trend.az