აზერბაიჯანის საბაჟო ისტორიის მუზეუმი
აზერბაიჯანის საბაჟო ისტორიის მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Gömrük Tarixi Muzeyi)— აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მუზეუმი, მდებარეობს ბაქოში, აზერბაიჯანში.
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის საბაჟო ისტორიის მუზეუმი 2006 წლის 23 მარტს, აზრბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის No. 034 ბრძანებით დაარსდა. მუზეუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის 15 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა. 2007 წლის 27 იანვარს საბაჟო ისტორიის მუზეუმის განყოფილება Azerterminalcomplex გაიხსნა.
2008 წელს აზერბაიჯანის საბაჟო ისტორიის მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში შეიყვანეს.[1] 2008 წლის სექტემბრიდან მუზეუმი საბაჟო მუზეუმთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია.[2] 2010 წელს "Azerterminalcomplex" საბაჟო ისტორიის ფილიალად გადაკეთდა.[3] აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს თანხმობის შემდეგ „Azerterminalcomplex"-ს საკუთარი ფონდი და მუდმივი ექსპოზიცია აქვს.
გამოფენა
რედაქტირებამუზეუმების კოლექციების უმრავლესობა საჯარო მოხელეებისა და იურიდიული პირების მიერ ჩაბარებულ კულტურულ, მეცნიერულ, ისტორიულ და ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. სხვადასხვა დროს აღნიშნული ნიმუშები მუზეუმებს, სამეცნიერო ინსტიტუტტებსა და ბაქოს რელიგიურ ორგანიზაციებს, მეჩეთებსა და ტაძრებს გადაეცემოდა. აზერბაიჯანის საბაჟო მუზეუმის გამოფენები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ეწყობა.[4]
მუზეუმის კოლექცია როგორც თემატურ, ისე რეგიონულ ასპექტებზეა ფოკუსირებული. კოლექციათა უმრავლესობა საბაჟო ისტორიის ამსახველი დოკუმენტებისა და ფოტოებისგან და სხვადასხვა ოსტატის მიერ შესრულებული ნახატისაგან შედგება. მუზეუმის კოლექციები აზერბაიჯანის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. აზერბაიჯანის საბაჟო ისტორიის მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები აზერბაიჯანელი საბაჟო მოხელეების კონდრაბანდული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინებაა, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და მორალური ღირებულებების შენარჩუნებასა და დაცვას ისახავს მიზნად. 2006 წლის შემდეგ იმ სიძველეების სისტემატიზირება დაიწყო, რომელთა ქვეყნის გარეთ გატანასაც ცდილობდნენ.[5]
საბაჟო ისტორიის მუზეუმს აქვს თანამედროვე სახვითი ხელოვნების დეპარტამენტი, რომელშიც ნახატები, ქანდაკებები, სახვითი ხელოვნების სხვა ნიმუშები და ხელსაქმის ნაწარმია წარმოდგენილი. მუზეუმში შენახულია ის ხალიჩები, აღმოსავლური ქანდაკებები, სპილენძის ნაკეთობები, ანტიკური მონეტები, ანტიკური ხატები, ძვირფასეულობა, საბრძოლო იარაღები, XVII-XIX საუკუნის იარაღები, ყურანისა და ბიბლიის ეგზემპლარებია შენახული, რომელთა საზღვრის გარეთ გატანასაც უკანონოდ ცდილობდნენ.[6] აღნიშნული დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელოვანთა კავშირისა და მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა.[1]
ფილატელია
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია ის საფოსტო მარკები, რომლებზეც აზერბაიჯანის საბაჟო ისტორიის მუზეუმის ნიმუშებია გამოსახული.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Azərbaycan Respublikası Dövlət Gömrük Komitəsinin muzeyləri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-21. ციტირების თარიღი: 2019-10-26.
- ↑ .... Azərbaycan gömrüyü Avrasiyanın mədəniyyət müxtəlifliyinin astanasında - Gömrük xidməti hər bir dövlətin müstəqilliyinin əsas atributlarından biridir..
- ↑ Gömrük Tarixi Muzeyinin filialı
- ↑ Holding, APA Information Agency, APA. APA - Azərbaycan Gömrük Tarixi Muzeyinin eksponatları Budapeştdə nümayiş etdirilib. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-21. ციტირების თარიღი: 2018-02-20
- ↑ Sputnik. Наследие культуры и истории Азербайджана пытались вывезти из страны.
- ↑ Sputnik. Наследие культуры и истории Азербайджана пытались вывезти из страны.