აზერბაიჯანის საბანკო სისტემა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი აზერბაიჯანის საბანკო სისტემის მთავარი ბანკია, რომელიც ვალდებულია ფულის წარმოებაზე, ვალუტის წრებრუნვასა და ქვეყნის კომერციული ბანკების რეგულირებაზე. აზერბაიჯანში დაახლოებით 70 უცხოური და ადგილობრივი ბანკი მდებარეობს. სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 4 ბანკიდან 1999 წელს მხოლოდ აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი იყო მოქმედი. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი იმავე წელს კერძო საკუთრებაში გადავიდა. მთავარ კომერციულ ბანკებს შორისაა: სტანდარტ ბანკი, უნიბანკი, დამირბანკი, AG ბანკი და სხვ.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის შტაბ-ბინა

კანონის ჩარჩო

რედაქტირება

აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 1991 წლის 18 ოქტომბერს აღიდგინა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის“ გარდა, 1992 წლის 7 აგვისტოს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ კანონს“ მოეწერა ხელი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა - მანათი -15 აგვისტოს გამოუშვეს. 1994 წლის 1-ელი იანვრიდან მანათი ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადდა.[1][2] აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მე-19 თავის, მე-2 პარაგრაფის მიხედვით, ფულის მიმოქცევაში ჩაშვებისა და ამოღების უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს ეკუთვნის.[3] „კანონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ და „კანონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ ხელახლა იქნა მიღებული შესაბამისად, 1996 წლის 10 ივნისსა და 14 ივნისს. ახალი საბანკო კანონები საბანკო სისტემას საერთაშორისო საბანკო გამოცდილებასთან უფრო ადაახლოებასა და საკრედიტო ინსტიტუტებს ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევდა. თანამედროვე მიმდინარე პროცესების შესაბამისი განახლებული სამეცნიერო და თეორიული მეთოდებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი კანონი 2004 წლის 10 დეკემბერს მიიღეს. „კანონი ბანკების შესახებ“ 2004 წლის 16 იანვარს იქნა მიღებული და იმავე წლის 30 მარტს შევიდა ძალაში.[4] „აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის დამატებების შესახებ“ მიღებული რეფერენდუმის შესაბამისად „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს“ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი“ ეწოდა. 2006 წლის 29 დეკემბერს სადეპოზიტო დაზღვევის მექანიზმებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა „კანონი სადეპოზიტო დაზღვევის შესახებ“. აზერბაიჯანში ფინანსური ტერორიზმისა და არალეგალური საშუალებებით ფულის შოვნისგან დასაცავად მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ამასთან დაკავშირებით 2009 წლის 25 თებერვალს მიღებულ იქნა „კანონი არალეგალურად მიღებული თანხის ან საკუთრებისა და ფინანსური ტერორიზმის პრევენციის შესახებ“.[5]

კომერციული ბანკების როლი

რედაქტირება

აზერბაიჯანის საბანკო სისტემის განვითარება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, თუმცა საბანკო სისტემის კანონიერი ჩარჩო 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1992 წლის 10 იანვარის დეკრეტის თანახმად, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ყოფილი სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ბანკის საფუძველზე შეიქმნა.

აზერბაიჯანში ორდონიანი საბანკო სისტემიდან მეორე დონეს კომერციული ბანკები მიეკუთვნება. ოთხი დამოუკიდებელი კომერციული ბანკი სახელმწიფო საკუთრებიდან გადავიდა კერძო საკუთხებაში: აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის კომერციული ბანკი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამრეწველო ინვესტიციების კომერციული ბანკი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სადეპოზიტო კომერციული ბანკი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო კომერციული ბანკი.[6]

1992 წლის 11 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დეკრეტით, ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის საფუძველზე ჩამოყალიბდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. 1992 წლის თებერვლიდან აგვისტომდე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამრეწველო-სამშენებლო ბანკისა და სოფლის მეურნეობის სამრეწველო ბანკის დეპარტამენტები აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში შევიდა.

ცენტრალური ბანკი

რედაქტირება

1999 წელს ცენტრალური ბანკის ბრძანებით, კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალი 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2001 წლის მოხსენების თანახმად, ვალუტისა და დეპოზიტების მოთხოვნები (M1) 363.3 მილიონი აშშ დოლარის ტოლი იყო. იმავე წელს, M2 738.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

საფონდო ბირჟა

რედაქტირება

ბაქოს საფონდო ბირჟა 2001 წელს გაიხსნა. სავაჭრო მოცულობამ პირველ ექვს თვეში 1 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები შეადგინა.

  1. Azerbaijani national currency in independence’s years.
  2. „Azerbaijani manat: stable, expensive and other facts you need to know“. Trend.Az (ინგლისური). 2014-03-20. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  3. The Constitution of the Republic of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-26. ციტირების თარიღი: 2020-10-26.
  4. The Law of the Republic of Azerbaijan on Banks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-30. ციტირების თარიღი: 2020-10-26.
  5. Central Bank of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-27. ციტირების თარიღი: 2020-10-26.
  6. Legal Status of "Aqrarkredit". ციტირების თარიღი: 2018-07-30