აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი (ABB; აზერ. Azərbaycan Beynəlxalq Bankı [ɑːzæɾbɑjˈdʒɑn bejnælˈxɑlk ˈbɑŋkɯ]) — აზერბაიჯანის უდიდესი ბანკი, რომელიც წარმოადგენს ღია სააქციო საზოგადოებას. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის წილები აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეკუთვნის.[1]
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი | |
---|---|
ზოგადი მონაცემები | |
ადგილმდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
დაარსების თარიღი | 1992 წლის 10 იანვარი |
ფულის ერთეული | აზერბაიჯანული მანათი () |
საიტი | www.abb-bank.az |
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი დაარსდა 1992 წლის 10 იანვარს, როგორც სააქციო ბანკი. ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს ბაქოში. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი ბანკია სამხრეთი კავკასიის რეგიონში აქტივების, მომხმარებელთა რაოდენობისა და საერთაშორისო საოპერაციო პორტფელის მიხედვით. ბანკი აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში 59 ფილიალითა და 19 ქვე-ფილიალით უნივერსალურ საბანკო მომსახურებას უწევს კერძო და კორპორატიულ კლიენტებს. ბანკის მიერ მომსახურებული იურიდიული პირების რაოდენობა დაახლოებით 18 000-ს შეადგენს, ხოლო მომსახურებული ფიზიკურ პირთა რაოდენობა 1,3 მილიონზე მეტია. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკში 2700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 ნოემბრის No1174 ბრძანებულებით „აზერბაიჯანის საინვესტიციო ჰოლდინგის საქმიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ ბანკი ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“, ღია სააქციო საზოგადოება, გადაეცა აზერბაიჯანის საინვესტიციო ჰოლდინგის მენეჯმენტს.[2]
სერვისები
რედაქტირებააზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი მჭიდროდ მონაწილეობს მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში ისეთ სექტორებში, როგორიცაა ნავთობქიმია, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ენერგეტიკა და ა.შ. და სხვადასხვა სოციალური პროგრამები. ამავდროულად, ის აქტიურად უჭერს მხარს მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას. 1996 წელს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა დააარსა მწარმოებელი ბარათების კომპანია „AzerCard“, რომელიც საფუძვლად დაედო ბარათების წარმოების ბიზნესს ქვეყანაში.
1997 წელს ბანკმა დაიწყო თანამშრომლობა Visa-სა და MasterCard-თან, მოგვიანებით ბანკმა გააფართოვა ეს საქმიანობა და გამოაცხადა პარტნიორობა ისეთ საერთაშორისო გადახდის სისტემებთან, როგორიცაა American Express, Union Pay, Diners Club და JCB.
ბანკი მომხმარებელს სთავაზობს გადახდის ბარათების ფართო არჩევანს, როგორიცაა VISA, MasterCard, American Express და Union Pay. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი არის აზერბაიჯანის პირველი და ერთადერთი ბანკი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს American Express-ის გადახდის ბარათების შეკვეთის, ასევე JCB ბარათებით ოპერაციების გამართვის შესაძლებლობას. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს აქვს ბანკომატების უდიდესი ლოკალური ქსელი. ამჟამად 900-ზე მეტი ბანკომატია და 13000-ზე მეტი POS ტერმინალი განთავსებულია სავაჭრო და მომსახურების პუნქტებში, რომლებიც მოიცავს აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონს. პირველად აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა საპენსიო და ხელფასის გადახდა გადახდის ბარათებით უზრუნველყო. ამჟამად ბანკის აქტიური გადახდის ბარათების რაოდენობა 1 მილიონ 300 ათასს აჭარბებს.
2019 წელს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა წარადგინა მრავალფუნქციური პროდუქტი Tamkart. 2020 წელს ბანკმა მომხმარებელს წარუდგინა ABB Miles ბარათები.[3]
დირექტორთა საბჭრო
რედაქტირებააზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის დირექტორთა საბჭო მოიცავს შვიდ წევრს:
- თავმჯდომარე: აბას იბრაჰიმოვი
- თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ილჰამ ჰაბიბულაევი
- თავმჯდომარის მოადგილე: ვასიფ ახმედოვი
- თავმჯდომარის მოადგილე: ტალეჰ ტაჰირლი
- თავმჯდომარის მოადგილე: აგშინ ამიროვი
- თავმჯდომარის მოადგილე: ნაბი ალიევი
- თავმჯდომარის მოადგილე: ელმირ ჰაბიბულაევი
წევრობა
რედაქტირებააზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი არის შემდეგი პროფესიული ორგანიზაციებისა და სისტემების წევრი: აზერბაიჯანის ბანკების ასოციაცია (ABA), ბაქოს საფონდო ბირჟა (BSE), მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება (SWIFT), საერთაშორისო გადახდის სისტემა MasterCard International, საერთაშორისო გადახდის სისტემა VISA International, საერთაშორისო გადახდის სისტემა American Express, საერთაშორისო საინფორმაციო სისტემა Reuters და აზერბაიჯან-ამერიკის სავაჭრო პალატა
ლიტერატურა
რედაქტირება- Battilossi S. Financial Innovation and the Golden Ages of International Banking // Financial History Review. 2000. No. 7. pp. 141–175.
- Стратегическая Дорожная Карта по финансовым услугам в Азербайджанской Республике.
- Утверждена Указом Президента Азербайджанской Республики от 06.12.2016 года. Баку, 2016. 59 с.
- Lees F.A. International Banking and Finance. London: Macmillan, 1974. 419 p. DOI: 10.1007/978-1-349-02148-2
- Robinson S.W.Jr. Multinational Banking. Leiden: A.W. Sijthoff, 1972. 200 p. Ruckdeschel F.B. Risk in Foreign and Domestic
- Lending Activities of U.S. Banks // Columbia Journal of World Business, Winter 1975. 68 p
- International Banking in the New Era: Post-crisis Challenges and Opportunities. Ed. by S.-J. Kim, M.D. McKenzie. Bingley:
- Emerald Group Publishing Limited, 2010. 485 p.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The International Bank of Azerbaijan (IBA) World Economic Forum
- ↑ BakuBus LLC was transferred to the management of AIH Azerbaijan Investment Holding (AIH)
- ↑ ABB Miles kartı დაარქივებული 2022-10-03 საიტზე Wayback Machine. International Bank of Azerbaijan