აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე (აზერ. Azərbaycan Respublikasının Konstitusiya günü). 1995 წლის 12 ნოემბერს, საყოველთაო სახლალხო რეფერენდუმის ჩატარების გზით, მიღებული იქნა აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამავე დღეს აზერბაიჯანში ჩატარდა პირველი საპარლამენტო არჩევნები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე | |
აზერბაიჯანის გერბი | |
დაწესდა | 1996 |
---|---|
თარიღი | 12 ნოემბერი |
კონსტიტუციის მიღების ისტორიიდან
რედაქტირებააწ გარდაცვლილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის – ჰეიდარ ალიევის მიერ მიღებული იქნა 1996 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2006 წლის 8 დეკემბრის «აზერაბიჯანის რესპუბლიკის შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» განკარგულების თანახმად, თუ დღესასწაული დასვენების დღეს ემთხვევა, მაშინ შემდეგი დღე არასამუშაოდ უნდა ჩაითვალოს.