აზერბაიჯანის მასწავლებელთა ინსტიტუტი
აზერბაიჯანის მაწავლებელთა ინსტიტუტი (აზერ. Azərbaycan Müəllimlər İnstitutu) — უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა მომზადებასა და ხელახლა გადამზადებას. მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
დაფუძნდა | 1929 |
---|---|
ტიპი | უნივერსიტეტი |
მდებარეობა | აზერბაიჯანი |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
http://www.ami.az |
ისტორია
რედაქტირება1920-იან წლებში განათლების სახალხო კომისარიატმა სკოლის მასწავლებელთა მომზადების მოკლე კურსები (2-6 თვე) უზრუნველყო. იმავე პერიოდში კომისარიატმადაგოგიკური ტექნიკური სკოლების შექმნა გადაწყვიტა. ტექნიკური სკოლები (მათში 1500 მწავლებელი იყო ჩართული) სპეციფიკანათლების მქონე მასწავლებელთა მოსამზადებლად 1927 წელს დაარსდა.
1929 წლის 1 ოქტომბერს აზერბაიჯანის სსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატის საბჭოს გადაწყვეტილებით საჯარო განათლების პერსონალის მოწინავე კვლევების აზერბაიჯანის ინსტიტუტი გაიხსნა. ინსტიტუტი მოიცავდა პედაგოგიკურ ტექნიკურ სკოლებს და ყოფილ პედაგოგიკის ფაკულტეტს. თავდაპირველად ინსტიტუტი მხოლოდ პედაგოგთა გადამზადებაზე იყო სპეციალიზებული, რომელსც მოკლევადიანი კურსებით ახორციელებდა. 1939 წელს აღნიშნულკი ინსტიტუტი მასწავლებელთა მოწინავე კვლევების რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაანაცვლა. 1972 წელს აზერბაიჯანის მასწავლებელთა მოწინავე კვლევების ცენტრალური ინსტიტუტის რეორგანიზება მოხდა. 1989 წელს ინსტიტუტს უმაღლესი განათლების I კატეგორია მიენიჭა. ინსტიტუტი კათედრალური სისტემიდან საფაკულტეტო სისტემაზე გადავიდა.
2000 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად აზერბაიჯანის მასწავლებეთა ინსტიტუტის 12 ფილიალი შეიქმნა: ნახიჩევანში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურში, ყაზახსა და სხვა ქალაქებში. საწრთვნელი და სამრჩევლო ცენტრი ქალაქ ლენქორანში მდებარეობს. შემდეგში ნახიჩევანის ფილიალი მასწავლეელთა დამოუკიდებელი ინსტიტუტი გახდა.
სტრუქტურა
რედაქტირებააზერბაიჯანის მასწავლებელთა ინსტიტუტი მოიცავს პედაგოგიკისა და ფილოლოგიის, სამომავლო წვრთნისა და მასწავლებელთა გადამზადების, ფსიქოლოგიის, ლიტერატურისა და სასწავლო მეთოდების, აზერბაიჯანული ენისა და მისი სსასწავლო მეთოდების, უცხო ენების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მათი სწავლების მეთოდების, მათემატიკისა და მისი სწავლების მეთოდების, სოციალური მეცნიერებბის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათი სწავლების მეთოდების, საგანმანათლებლო მენეჯმენტისა და პროფესიული წვრთნის, საბაზისო და სკოლამდელი განათლების მეთოდებისა და სამოქალაქო თავდაცვის, სამედიცინო ცოდნისა და ფიზიკური განათლების საფუძვლების ფაკულტეტებს.
აზერბაიჯანის მასწავლებელთა ინსტიტუტი მოიცავს შემდეგ ფილიალებს: დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა ტრენინგები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფილიალი, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ფილიალი და მასწავლებელთა ხელშეწყობის ფილიალები. ამჟამად ფილიალებში 1079 ადამიანია დასაქმებული, მათგან 533 ფაკულტეტის წევრია. ინსტიტუტში 260 ადამიანია დასაქმებული. ინსტიტუტს 3 ფაკულტეტი, 12 დეპარტამენტი, ბიბლიოთეკა და კომპიუტერულირი აქვს.
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირება2011 წლის 27 აგვისტოს აზერბაიჯანის მასწავლებელთა ინსტიტუტსა და პაკისტანის პენჯაბის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. MoU კონფერენციების გეგმის მიხედვით, ინსტიტუტის სტუდენტთა გამოცდილების გასაზრდელად ისშეხვედრების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებებია ორგანიზებული.
იმავე წლის 23 ივნისს აზერბაიჯანის მასწავლებელთა ინსტიტუტსა და თურქეთის ათათურქის უნივერსიტეტს შორის მასწავლებელთა და სტუდენტთა ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი საერთაშორისო ტრენინგების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ilham Aliyev attends opening of Azerbaijan Teachers Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-03. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- Azerbaijan Teachers’ Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-02. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- The higher schools in Nakhchivan.
- Azerbaijan Teachers` Institute, Pakistani University of Punjab sign MoU.