აზარტული თამაშები თურქეთში

აზარტული თამაშები თურქეთში მკაცრად რეგულირდება. თურქეთმა 1998 წელს აკრძალა კაზინოები, ხოლო 2006 წელს – არასახელმწიფო ონლაინ აზარტული თამაშები. თუმცა, მოქმედებს სამთავრობო ლატარია (Milli Piyango) და ფსონების დადების სრვისი, ასევე ზოგიერთი ინტერნეტ აზარტული თამაში; ასევე ჯერ კიდევ არსებობს უკანონო აზარტული თამაშები.

ისტორია რედაქტირება

ცხენების დოღზე ფსონების დადება თავდაპირველად ლეგალიზებული იყო 1984 წლიდან, ხოლო კაზინოში ფსონის დადება — 1990 წლიდან. 1996 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები, მათ შორის შეიზღუდა სამუშაო საათები დღეში 8 საათამდე და მოგების ჩეკით განაღდების მოთხოვნა. [1] ეს ზომები მიიღეს 1996 წლის ივლისში „კაზინოს მეფის“ ომერ ლუტფუ ტოპალის მკვლელობის შემდეგ. კაზინოს აკრძალვის აქტი (ნაწილობრივ ფულის გათეთრების ბრალდებების გამო) მოულოდნელად გამოქვეყნდა და დამტკიცდა 1996 წლის დეკემბერში და (მის წინააღმდეგ სარჩელის შემდეგ) ძალაში შევიდა 1998 წლის 11 თებერვალს. [2] [3] [4] თუმცა, უკანონო კაზინოები აგრძელებენ არსებობას. აკრძალვის დროს კაზინოები იყო $1 მილიარდიან ინდუსტრიას წარმოადგენდნენ, სადაც დასაქმებული იყო დაახლოებით 20,000 ადამიანი. [5] კიდევ ერთმა „კაზინოს მეფემ“, 20 კაზინოს მფლობელმა სუდი ოზქანმა გარკვეული დროით დატოვა ქვეყანა. იგი დაადანაშაულეს შვეიცარიაში თითქმის 700 მილიონი დოლარის „არაოფიციალურად“ გაგზავნაში. ოზქანი საბოლოოდ დაბრუნდა ქვეყანაში თურქეთის საგადასახადო ორგანოებთან გარიგების დადების შემდეგ. [6] [7]

ონლაინ აზარტული თამაშები 2006 წელს აიკრძალა, მაგრამ მის აკრძალვის მცდელობებს არ ჰქონია დიდი წარმატება.2009 წელს შეფასდა, რომ შვედური ფირმა Betsson - ის შემოსავლების მეოთხედი თურქეთზე მოდიოდა. 2013 წელს თურქეთის პარლამენტმა დაგეგმა ჯარიმების გაზრდა მათთვის, ვინც იყენებდა ონლაინ აზარტულ თამაშებს, ასევე მათთვის, ვინც ახორციელებდა ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების ავტორიზაციას. [8] 2013 წელს თურქეთის პარლამენტმა დაგეგმა ჯარიმების გაზრდა მათთვის, ვინც იყენებს ონლაინ აზარტულ თამაშებს, ასევე მათთვის, ვინც ახორციელებს ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების ავტორიზაციას. [9]

ონლაინ აზარტული თამაშები რედაქტირება

ქვეყანაში ონლაინ აზარტული თამაშები ამჟამად აკრძალულია. სახელმწიფო ტოტალიზატორი IDDAA ერთადერთი თურქული ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ონლაინ სათამაშო სერვისების შეთავაზება. 2007 წელს თურქეთში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც კრძალავს ონლაინ აზარტულ თამაშებს. თურქეთმა ასევე ახლახან გადადგა ნაბიჯები, რათა მოთამაშეებს არ გამოეყენებინათ უცხოური ონლაინ სათამაშო საიტები. მიუხედავად აზარტული თამაშების აკრძალვისა, ბევრი თურქი მოთამაშე აგრძელებს ფსონების დადებას ამ საიტებზე ფლობს წამყვანი მოთამაშის ტიტულს. 2013 წელს თურქეთის მთავრობამ მიიღო კანონი. მისი მიხედვით თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც აზარტული თამაშების ოპერატორების ნაცვლად ცალკეულ მოთამაშეებისადმი იყო მიმართული. ონლაინ აზარტული თამაშების პროვაიდერებს მკაცრი ჯარიმები ემუქრებათ 100-დან 500 ფუნტამდე (დაახლოებით $55-$278). ხოლო თურქულ ბაზარზე მომუშავე კაზინოს ოპერატორებს და მათ მომსახურე ბანკირებს ასევე შესაძლოა პატიმრობა დაემუქროთ

სქოლიო რედაქტირება

  1. Hurriyet Daily News, 5 September 1996, Casino owners rise against government regulations
  2. Aslaneli, Hakan (1996-12-19). "Çiller orders casinos closed". Turkish Daily News. Hürriyet. Archived from the original on 2013-04-18. Retrieved 2009-01-01
  3. Inter Press Service, 24 December 1996, TURKEY: Casino Workers Lose Out As State Targets ‘Tourist Traps’
  4. Hurriyet Daily News, 29 January 1998, Countdown begins for casino owners
  5. BBC, 11 February 1998, Turkish casinos cash in their chips
  6. From the papers Hurriyet Daily News. 26 May 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან 2 თებერვალი 2014.
  7. „Sudi Ozkan laundered $42 million“. Milliyet. 28 May 2000. ციტირების თარიღი: 15 December 2023.
  8. Today's Zaman, 28 March 2010, Illegal online gambling still a cash cow despite measures
  9. Hurriyet Daily News, 9 May 2013, Turkey gears up efforts to battle illegal online betting