აზარიქართველ მონადირეებში გავრცელებული თოფის დამარხვის წესი. სრულდებოდა მონადირის მიერ მთელი მისი სამონადირეო პრაქტიკის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის ნადირის დახოცვის შემდეგ. ამ წესის დარღვევა, ხალხური რწმენით, ნადირთპატრონის რისხვას იწვევდა და მონადირე სასტიკად ისჯებოდა, ზოგ შემთხვევაში სიკვდილითაც კი. აზარის შესასრულებლად მონადირეს უნდა დაეხოცა უპირატესად ჩლიქოსანი ნადირი. კურდღელი, მელა, მგელი და დათვი აზარში არ ითვლებოდნენ. რამდენ აზარსაც შეასრულებდა მონადირე, თოფი იმდენჯერ უნდა დაემარხა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში აზარის შემსრულებელი მონადირე ნადირობას საბოლოოდ აღიკვეთდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • რობაქიძე ა., კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში, თბ., 1941
  • ძიძიგური შ., ქართული დიალექტების ქრესტომათია ლექსიკონითურთ. თბ., 1956
  • ვირსალაძე ე., ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება. მთიულეთ-გუდამაყარი. თბ., 1958