ავტოფიქცია (ბერძ. ავტო - თვითონ; ფიქცია - გამონაგონი), ლიტერატურული მიმდინარეობა, XX საუკუნის შუა ხანებიდან. ტერმინი პირველად 1977 წელს გამოიყენა სერჟ დუბროვსკიმ თავის ერთ-ერთ რომანზე (ვაჟიშვილი) საუბრისას.

ეს არის ლიტერატურული, ძირითადად რომანული ჟანრი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თხრობის ორ ურთიერთგანსხვავებულ ტიპს: ერთი მხრივ საქმე გვაქვს ავტობიოგრაფიის მსგავსად ავტორის, იგივე მთხრობელის ანუ პერსონაჟის პიროვნებაზე დაფუძნებულ თხრობას და ამავე დროს აღიარებს რომ არის ფიქცია, გამონაგონი. ავტორი ყვება საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ უფრო რომანული, შელამაზებული ფორმით, შეცვლილი სახელებით და ზოგ შემთხვევაში მხოლობითი რიცხვის მესამე პირში. სერჟ დუბროვსკი, როგორც ამ ახალი ჟანრის ფუძემდებელი, მიიჩნევს, რომ ავტოფიქცია არის "რეალური ფაქტებისა და მოვლენების ფიქცია." ამ შემთხვევაში ფიქცია ხდება საკუთარი მე-ს ძიების საშუალება.

განსაზღვრებები რედაქტირება

  1. (ვიწრო გაგებით) საკუთარი მე-ს გამოტანა გამოგონილ სამყაროში სადაც ავტორს შეიძლებოდა ეცხოვრა მაგრამ რეალურად არასოდეს უცხოვრია.
  2. (ფართო გაგებით) ზოგადად ავტობიოგრაფიული რომანი, რამდენადაც ყოველთვის ნებისმიერ აღსარებაში არის გარკვეული ხარისხით ფიქცია.
  3. (ს. დუბროვსკი) "მოთხრობა, რომლის მახასიათებლები შეესაბამება ავტობიოგრაფიას, მაგრამ რომელიც რომანულ ჟანრს მიეკუთვნება, რამდენადაც რეალობიდან აღებულ ფაქტებს უმატებს ფიქტიურ ელემენტებს."

ავტოფიქციის წარმომადგენლები რედაქტირება