ავტოჟირი (ფრანგ. autogyre < ავტო... და ძვ. ბერძნ. γῦρος — „წრე“, „ბრუნვა“) — ხრახნფრთიანი საფრენი აპარატი, რომელიც წარმოადგენს ჰაერზე მძიმე საჰაერო ხომალდების ერთ-ერთ ტიპს. მის ამწევ ძალას შემხვედრი ჰაერის ნაკადის გავლენით წარმოქმნის ვერტიკალურ ღერძის ირგვლივ თავისუფლად მბრუნავი მზიდი ხრახნი. წინსვლით მოძრაობას აპარატს ანიჭებს ჰორიზონტალური ღერძის ირგვლივ საავიაციო ძრავას საშუალებით მბრუნავი ხრახნი. გამოიგონა ესპანელმა ინჟინერმა ხუან დე ლა სიერვამ (1922). ავტოჟირი შეცვალა მსგავსი პრინციპით მომუშავე უფრო სრულყოფილმა საფრენმა აპარატმა – შვეულმფრენმა.

თანამედროვე მსუბუქი ავტოჟირი ღია კაბინით

ლიტერატურა

რედაქტირება