საფრენი აპარატი
საფრენი აპარატები — სხვადასხვა ტიპის ატმოსფეროსა და გარე კოსმოსში საფრენად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების კლასი.
საფრენი აპარატები ატმოსფეროში
რედაქტირებადედამიწის ატმოსფეროში — საჰაერო ხომალდები — საფრენი აპარატები კლასიფიცირდება ჰაერზე მძიმე და ჰაერზე მჩატე საჰაერო ხომალდებად.
Ingenuity — ნასას უპილოტო ვერტმფრენი, რომელმაც 2021 წლის 19 აპრილს მარსზე პირველი ფრენა შეასრულა საკუთარი ძრავით, შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის სხვა ციური სხეულის ატმოსფეროში გადაადგილებისათვის. პირველი უმართავი ფრენა სხვა ციური სხეულის ატმოსფეროში განხორციელდა 1985 წელს საბჭოთა პლანეტათაშორისი სადგურის „ვეგა-1“-ს მიერ.[1][2] 2021 წლის 18 თებერვალს მარსზე ჩატანილ იქნა ექსპედიცია „მარსი 2020“-ის მიერ როვერ Perseverance-თან ერთად, ხოლო 2021 წლის 3 აპრილს მოხდა მისი პლანეტის ზედაპირზე გადატანა შემდგომი ექსპლუატაციისათვის.[3]
საფრენი აპარატები კოსმოსში
რედაქტირებაგარე კოსმოსში საფრენად გამოიყენება, როგორც პილოტირებადი ისე უპილოტო კოსმოსური ხომალდები. მათი გადაადგილება ხორციელდება რეაქტიული გამწევი ძალით, ასევე მზის იალქნებით და პლაზმური რეაქტული ძრავებით.
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jay Gallentine. (2021-04-20) The First Flight On Another World Wasn’t on Mars. It Was on Venus, 36 Years Ago. Air & Space Mag.
- Alexandra Witze. (2021-04-19) Lift off! First flight on Mars launches new way to explore worlds. Nature.
- NASA Ingenuity Mars Helicopter Prepares for First Flight. №8896. NASA (2021-03-23).