Ingenuity, Mars Helicopter, Mars Helicopter Scout — ნასას უპილოტო ვერტმფრენი, რომელმაც 2021 წლის 19 აპრილს მარსზე პირველი ფრენა შეასრულა საკუთარი ძრავით, შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის სხვა ციური სხეულის ატმოსფეროში გადაადგილებისათვის[კ 1][1][2]. 2021 წლის 18 თებერვალს მარსზე ჩატანილ იქნა ექსპედიცია „მარსი 2020“-ის მიერ როვერ Perseverance-თან ერთად, ხოლო 2021 წლის 3 აპრილს მოხდა მისი პლანეტის ზედაპირზე გადატანა შემდგომი ექსპლუატაციისათვის[3].

Ingenuity მარსის ზედაპირზე

სახელწოდება

რედაქტირება

2020 წლის აპრილში ვერტმფრენს მიანიჭეს სახელი „Ingenuity“[4], მანამდე კი, მოდელირების სხვადასხვა ეტაპზე მას ეძახდნენ Mars Helicopter[5], Mars Helicopter Scout, ხოლო დედამიწაზე მის საინჟინრო მოდელებს — Earth Copter; არაოფიციალურად — Terry[6] და Wendy[7].

საკვანძო როლი მოწყობილობის მექანიკური საფუძვლის შექმნაში (ძრავები, პროპელერები, ფიუზელაჟი, შასი) ეკუთვნის კომპანია AeroVironment-ს, რომელმაც დააპროექტა და ააშენა იგი 2013-2018 წლებში NASA-ს დაკვეთით. თავის მხრივ, Jet Propulsion Laboratory (JPL) შეიმუშავა ავიონიკა, დაწერა პროგრამები და შეარჩია სენსორები COT საცალო ქსელში შესაძენად[5][8]. 2018 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა ექსპედიცია „მარს 2020“-ში[8][9].

ექსპედიციის დედამიწიდან აფრენის თარიღისთვის, ნასას პროექტში 85 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული[10]. „ტექნოლოგიური დემონსტრირების“ დასრულების შემდეგ ფრენების გასაგრძელებლად განახლდა ასიგნირების დასაბუთება და ოპერაციის შემდეგ ეტაპს ეწოდა „ოპერაციული შესაძლებლობების დემონსტრირება“. 2021 წლის 30 აპრილიდან, Ingenuity-ის დაფინანსება რეგულარულად ნახლდება[11]; ის ბოლოს გაგრძელდა 2022 წლის მარტში მინიმუმ კიდევ 6 თვით[12].

2024 წლის 25 იანვარს, ნასამ Ingenuity-ის მისია დასურლებულად გამოაცხადა, მისი დაგეგმილი ფრენის დროს დაზიანების გამო[13].

ლიტერატურა

რედაქტირება
Пресс-релизы и обзоры
Техническая документация и бюллетени в формате pdf
Видеоматериалы
Экспедиция Марс-2020 / Mars 2020 Mission
Хронография вертолёта / Ingenuity status updates
Хронография марсохода / Perseverance status updates
Обозрения

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. პირველი უმართავი ფრენა სხვა ციური სხეულის ატმოსფეროში განხორციელდა 1985 წელს საბჭოთა პლანეტათაშორისი სადგურის „ვეგა-1“-ს მიერ
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ingenuity&oldid=4659248“-დან