ავტოვაზი (ВАЗ იშიფრება როგორც: Во́лжский автомоби́льный заво́д) — რუსული მანქანათმშენებელი ქარხანა, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია როგორც ლადა (ავტოვაზის ყველა მანქანა ესპორტზე გადის ლადას სახელით). კომპანია შეიქმნა სამოციანი წლების ბოლოსთვის კომპანია ფიატთან თანამშრომლობით. დღესდღეობით ავტოვაზი არის ყველაზე დიდი ავტომშენებელი კომპანია მთელს რუსეთში, რომლის 25%-ის მფლობელი არის ფრანგული კომპანია რენო. კომპანია წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონამდე მანქანას აწარმოებს. თუმცა ფიატის ბაზაზე შექმნილი ავტომობილები ვაზ-2101, ვაზ-2103 და მომდევნო მოდელები არიან მანქანები რომლებიც ასოცირდებიან ავტოვაზის (ლადას) ბრენდთან. ასევე კომპანიის ცნობილი მოდელები ლადა ნოვა (ვაზ2105) და ლადა სამარა|ლადა სამარა (ვაზ-2108/ვაზ-2109), რომლებიც დღემდე იწარმოება. ლადა ნოვას დღემდე აწარმოებს კომპანია შიდა ბაზრისთვის, ოღონდ შეცვლილი სახელით ვაზ-2107-ით. ხოლო ლადა სამარას როგორც ვაზ-2107. კომპანია მსოფლიოში ყველაზე დიდია 140 კილომეტრიანი წარმოების ხაზით, ამავდროულად ის უნიკალურიცაა რადგან ავტომობილების ყველაზე კომპონენტები ქარხანაშივე მზადდება.

АвтоВАЗ
ავტოვაზი
ტიპი ავტო ინდუსტრია
დარგი მანქანათმშენებლობა
დაფუძნდა 1966
დაიხურა დღემდე მოღვაწეობს
სათავო ოფისი  ტოლიატი
რუსეთის დროშა რუსეთი
მმართველი
იგორ კომაროვი
(პრეზიდენტი)
კარლოს გონი
(თავმჯდომარე)
პროდუქცია ავტომობილები
შემოსავალი რუბ 190.061 მილიარდი (2012)
მთლიანი შემოსავალი რუბ 37.826 მილიარდი (2012)
სუფთა მოგება რუბ 29.180 მილიარდი (2012)
მფლობელი რუს. ტექნოლ. 67.13%
რენო 25%
თანამშრომელი 130,698 ადამიანი

ფიატის ბაზაზე შექმნილი მოდელები

რედაქტირება

სხვა მოდელები

რედაქტირება

ექსპერიმენტული მოდელები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება