ავტოგინეფილია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ავტოგინეფილია (ბერძ. αὐτό — მე, ჩემი; γῦνή — ქალი და φῖλία — სიყვარული; „გიყვარდეს საკუთარი თავი, როგორც ქალი“) — პარაფილია, რომელშიც კაცი სექსუალურად აღიგზნება საკუთარი თავის ქალად წარმოდგენით. ტერმინი ჩამოაყალიბა რეი ბლანჩარდმა 1989 წელს. თეორია შეიქმნა კაცებში არსებული ტრანსვესტიზმისა და გენდერული დისტროფიის წასაქეზებლად. ავტოგინეფილია აღწერს როგორც სექსუალური აღგზნების, ასევე რომანტიკული სიყვარულის მაგალითებს.
სექსუალური ფანტაზიები
რედაქტირებაბლანჩარდს მოყავს სხვადასხვა შემთხვევები, ხალხის სექსუალური ფანტაზიების ილუსტრირებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ ავტოგინეფილიის არსებობას:
ფილიპი 38 წლის კაცი იყო როდესაც მივიდა ავტორის კლინიკაში შესაფასებლად... ფილიპმა მასტურბაცია დაიწყო პუბერტულ ასაკში, სადღაც 12—13 წლისას. პირველი სექსუალური ფანტაზია, რომელიც მან გაიხსენა, იყო ის, რომ მას ჰქონდა ქალის ტანი. მასტურბაციის დროს წარმოიდგენდა, რომ ის იყო საწოლში მწოლიარე შიშველი ქალი. მისი ფსიქიკური წარმოდგენა ფოკუსირდებოდა მის მკერდზე, ვაგინაზე, საკუთარი კანის სირბილეზე, და ა.შ. — ყველაფერი რაც ახასიათებს ქალის ტანს. ეს იყო ფილიპის რჩეული სექსუალური ფანტაზია მისი ცხოვრების განმავლობაში.