ავსტრიის გეოგრაფიული საზოგადოება

ავსტრიის გეოგრაფიული საზოგადოება (გერმ. Österreichische Geographische Gesellschaft; ÖGG) — გეოგრაფიული საზოგადოება ქალაქ ვენაში. წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს გეოგრაფიულ საზოგადოებას. დაარსდა 1856 წელს. დიდი ხნის განმავლობაში ეწოდებოდა Geographische Gesellschaft, Wien. გაწევრიანებულია დაახლოებით 1300 ადამიანი, რომელთაგან დიდი ნაწილი საკუთრივ ვენიდანაა; მათ შორის არიან გეოგრაფ-სპეციალისტები, კარტოგრაფები, სკოლის მასწავლებლები, სტუდენტები. პროვინციული ცენტრებიდან ფართოდ არიან წარმოდგენილები გეოგრაფ-ქვეყანათმცოდნეები. საზოგადოება რეგულარულად ატარებს მოხსენებებს, ექსკურსიებსა და სხვა. ავსტრიის გეოგრაფიული საზოგადოება განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს შრომითი რესურსების გეოგრაფიის, საარჩევნო სტატისტიკისა და სხვა საკითხების შესწავლას. მიმდინარეობს კვლევითი-სამუშაოები კლიმატოლოგიასა და გეომორფოლოგიაში. მმართველობა და ბიბლიოთეკა განლაგებულია ქალაქ ვენაში. 1961 წლიდან საზოგადოებას აქვს რამდენიმე კომისია: კარტოგრაფიის კომისია, გეომორფოლოგიის კომისია, გამოყენებითი გეოგრაფიის კომისია და სხვა. ბეჭდვითი ორგანოებია — „Mittei-lungen der О. G. G.“ (1857 წლიდან) და „Abhandlungen der 0. G. G.“ (1899 წლიდან).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება