ავსტრალაზიის ოლქი
ავსტრალაზიის ოლქი ან ავსტრალაზია — დედამიწის რვა ყველაზე დიდი ბიოგეოგრაფიული ოლქიდან ერთ-ერთი. გეოგრაფიული რეგიონის — ავსტრალაზიის სახელთან მსგავსების მიუხედავად, ბიოგეოგრაფიული ოლქი არ არის მისი სინონიმი. ოლქი მოიცავს ავსტრალიასა და მასთან მდებარე კუნძულებს. დამახასიათებელია ერთგასავლიანები, ჩანთოსნები, კაზუარისნაირნი, ჰატერია, კივი და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბ. ყურაშვილი, „უხერხემლოთა ზოოლოგია“, გვ. 28, თბ., 1973