ავრორა (ტელენოველა)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ავრორა (ტელენოველა)}} |
აურორა (ესპ. Aurora) — კომპანია ტელემუნდოს 2010-2011 წლის სერიალი, რომელიც გადაღებულია აშშ–ის ქალაქ მაიამიში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სარა მალდონადო, ეუხენიო სილერი, ხორხე ლუის პილა და აილინ მუხიკა.
ავრორა | |
---|---|
ჟანრი |
დრამა რომანტიკა |
ავტორი | მარსელა სიტერიო |
მონაწილეობენ |
სარა მალდონადო ეუხენიო სილერი ხორხე ლუის პილა ლისეტე მორელოსი აილინ მუხიკა პაბლო აზარი ვანესა პოსე ბრაულიო კასტილიო |
ეპიზოდი | 135[1] |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Telemundo |
ჩვენების ფორმატი | HDTV 1080i |
ეთერში | 1 ნოემბერი, 2010 — 20 მაისი, 2011 |
მოკლე შინაარსი
რედაქტირებასიყვარულის ისტორია. ავრორა, ჩვენი დროის მძინარე მზეთუნახავია. მედიცინის საოცრებამ, ავრორას ცხოვრება ზღაპრად აქცია. 20 წლის შემდეგ მშვენიერი ავრორა მეორედ იბადება. აწმყო მსხვერპლად ითხოვს წარსულს. მისთვის სიყვარულის კარი ორჯერ გაიღო. ავრორა ახალ ცხოვრებას, ახლებურად იწყებს...
სრული შინაარსი
რედაქტირებაავრორა 20 წლის, ლამაზი ქალიშვილია, რომელსაც ერთი დანახვისთანავე შეუყვარდება ლორენსო. როცა გოგოს მშობლები გაიგებენ, რომ ავრორა ორსულადაა, ისინი მაშინვე აიძულებენ ლორენსოს, ავრორას დაშორდეს ისე, რომ მან ვერც კი გაიგოს, რომ მალე მამა გახდება. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ავრორა ბავშვს გააჩენს, გაიგებს, რომ მას საშინელი დაავადება სჭირს, რომლის განკურნებაც იმ დროს (მოქმედება 1990 წელს იწყება) ვერ ხერხდება. ავრორას მამა, გუსტავო გადაწყვეტს თავის მიერ გამოგონილი ტექნოლოგიის საშუალებით, ავრორა გაყინოს, მანამ სანამ გოგოს დაავადების განკურნება არ მოხდება. ის ასეც იქცევა. ავრორა რამდენიმე წელი მარტოდმარტო, გაყინული რჩება. გადის 20 წელი. ავრორას რეანიმირებას უკეთებენ, რის შედეგადაც, გოგო დიდი ხნის ძილის შემდეგ იღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 40 წლისაა, ის მაინც ისე გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ, გაყინვამდე. მისთვის ეს 20 წელი ერთ ღამეს უდრის და ამიტომაც არ იცის თუ რა მოხდა მის ოჯახში ამდენი ხნის შემდეგ. ყველაფერი შეიცვალა... ერთადერთი რაც არ შეცვლილა ეს თავად ავრორაა... მისი საუკეთესო დაქალი, ახლა მისი ცხოვრების სიყვარულზე, ლორენსოზეა დაქორწინებული. აგრეთვე მისი შვილი, ბლანკა, რომელმაც ავრორას არსებობის შესახებ არც კი იცის, ისე გამოიyურება, როგორც დედამისი. 20 წლის შემდეგ მშვენიერი ავრორა მეორედ იბადება. მისთვის სიყვარულის კარი ორჯერ გაიღო. ავრორას მოუწევს ახალი ცხოვრება ახლებურად დაიწყოს...
მსახიობები და როლები
რედაქტირებამსახიობი | პერსონაჟი | პერსონაჟის დახასიათება |
---|---|---|
სარა მალდონადო | ავრორა პონსე დე ლეონი | მთავარი გმირი, ლორენსოს ყოფილი საცოლე, იღვიძებს 20 წლიანი ძილის შემდეგ. |
ეუხენიო სილერი | მარტინ ლობოსი | მთავარი გმირი, ლორენსოს შვილი |
ხორხე ლუის პილა | ლორენსო ლობოსი | მარტინის მამა, ავრორას ყოფილი საქმრო. |
აილინ მუხიკა | ვანესა მილერი | ავრორას მეგობარი, ალქაჯი. |
ლისეტე მორელოსი | ბლანკა პოსე დე ლეონი | ავრორას და ლორენსოს შვილი, ალქაჯი. |
პაბლო აზარი | სეზარ ლობოსი | ლორენსოს და ნატალიას შვილი, ბოროტმოქმედი. |
ბრაულიო კასტილიო | გუსტავო პონსე დე ლეონი | ავრორას მამა. |
ისმაელ ლა როსა | ფედერიკო | |
კარენ სენტიესი | ინეს პონსე | ავრორას დედა, გუსტავოს ცოლი. |
სანდრა დესტენავე | ნატალია | ვანესას და ავრორას დაქალი, ლორენსოს ქმარი. |
მელვინ კაბრერა | ერნესტო | ლორენსოს საუკეთესო მეგობარი |
ვანესა პოსე | ვიკი | ვანესას შვილი. |
ტალინა დუკლაუდი | ნინა | ნატალიას შვილი. |
მონიკა ფრანკო | ელიზაბეტი | ალქაჯი, გუსტავოს ასისტენტი. |
რუბენ მორალესი | როკი |